NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კახა კალაძე ოპოზიციას მიმართავს: მოდით, განვაგრძოთ მუშაობა …

კახა კალაძე ოპოზიციას მიმართავს: მოდით, განვაგრძოთ მუშაობა …

10 ნოე 2020 პოლიტიკა 507 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს! , – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კახა კალაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პარტიას და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადაიტანონ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.

კალაძის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე.

კალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ყველამ ვიცით, რომ ქართული დემოკრატია ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელია.

ჩვენ მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობის ჯერ კიდევ ხანმოკლე ისტორიის მანძილზე, მას ბევრი გამოცდა შეხვდა.

დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი – თავისუფალი არჩევნები ჩვენ თვალწინ დაიხვეწა.

გუშინდელი დღესავით გვახსოვს უბნების დარბევა, უბნებში ნიღბიანი, შეიარაღებული ხალხის შევარდნა, საარჩევნო ყუთების გატაცება და ბიულეტენების მასიური განადგურება.

გუშინდელი დღესავით გვახსოვს დრო, როდესაც ქვეყნის ლიდერები, თითქმის, ასპროცენტიან მოდელირებულ მხარდაჭერას იღებდნენ, რაც, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია მრავალპარტიულ დემოკრატიულ ქვეყანაში.

ამ მყიფე დემოკრატიის წიაღში დამკვიდრდა ტერმინი – რეჟიმი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და დემოკრატიის არაჯანსაღ მდგომარეობას ცხადყოფდა.

დემოკრატია ვერ იქნება ვერც ფასადური, ვერც ფსევდო და ვერც მხოლოდ პიარისთვის გამოსაყენებელი განსაზღვრება.

ჩვენ წლიდან-წლამდე ვცდილობთ დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას და დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებას.

ჩვენ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შეიძლება ჰქონდეს ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ყველა არჩევნებს თან სდევს; მათი გამოსწორებისთვის ჩვენ, საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ.

ამის ნათელი დადასტურებაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი შემდგომი პროცესიც – საჩივრების განხილვა, საჩივრების საფუძველზე ოპოზიციის უფლებამოსილ წარმომადგენელთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა უშუალო მონაწილეობით უბნების გადათვლა, მათი საფუძვლიანი პრეტენზიების გათვალისწინება და ა.შ.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პარტიას და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს – თუკი მართლა გვინდა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის, ქუჩის, დესტრუქციის ნაცვლად, რაც არავისთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის, პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ და მასში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ჩავრთოთ.

გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე. ჩვენმა მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, ამიტომაც, მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს!

ქვეყანა უამრავი საშინაო, რეგიონალური და საგარეო გამოწვევის წინაშე დგას.

არჩევნებზე ხალხის აქტიურობა, პირველ რიგში, ერთიანი გზავნილია ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი, რომ ვიმუშაოთ ერთად, კონსტრუქციულად და კონსოლიდირებულად ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

მოლაპარაკება, პოლიტიკური კონსესუსი, საქმიანი ატმოსფერო – სწორედ ამას ელოდება ჩვენგან საქართველო და ქართველი ხალხი!“,- წერს კალაძე.

კომენტარები

TOP არჩევნები კახა კალაძე ოპოზიცია 2020-11-10
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩევნები კახა კალაძე ოპოზიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“პოზიცია, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს გააჩნია, არის სწორი, რადგან არსებობს სახელმწიფოებრივი რისკები”

შემდეგი სტატია

ლევან ღამბაშიძე: რამდენიმე ათასმა მართალმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა ხმების წესიერად დათვლა და …

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი: გენერალურ ბრძოლაში შევდივარ  და გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად ვემზადებით

ლევან ხაბეიშვილი: გენერალურ ბრძოლაში შევდივარ და გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად ვემზადებით

ნინო ჩხეიძე 24 ნოე 2022
ბატონმა კობამ, დამოუკიდებლობა თავის დამოუკიდებელ აზროვნებაში უნდა იპოვოს, ვიდრე რეგლამენტის საკუთარ ინტერპრეტაციაში

ბატონმა კობამ, დამოუკიდებლობა თავის დამოუკიდებელ აზროვნებაში უნდა იპოვოს, ვიდრე რეგლამენტის საკუთარ ინტერპრეტაციაში

სოსო ელისაშვილი 05 აპრ 2019
ნიკა მელია: მსურს ყველამ იცოდეს…

ნიკა მელია: მსურს ყველამ იცოდეს…

ნინო ჩხეიძე 09 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

    მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

  • იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

    იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

  • მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

    მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

  • როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

    როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge