“რუსეთის მიერ ორგანიზებული სომხურ-აზერბაიჯანული ზავის შემდეგ გამახსენდა ერთი თვის წინ ნაწინასწარმეტყველები პროგნოზი.
სამწუხაროდ, ზუსტად ახდა.
ნუ შევქმნით ილუზიებს, რომ აზერბაიჯანმა რაიმე არსებითი მოიგო, გარდა ფსიქოლოგიური ეფექტისა და ყარაბახის რეგიონის ნაწილის დაბრუნებისა.
სამაგიეროდ, წინ ჩაუყენეს რუსული კორდონი, რომელსაც ვერასდროს გადავლენ. რეგიონში ტრანსპორტირებას მთლიანად გააკონტროლებს ფსბ.
ალიევმა თავისი სამუდამო ფაშობის გარანტიების გამო ჩააბეტონა რუსები კავკასიაში ირანის საზღვრის გასწვრივ. რუსეთისათვის დათმობილი მნიშვნელოვანი პოზიციების დეტალებს ნელნელა შევიტყობთ და დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანი ირიბად დაარტყამს საქართველოს პოლიტიკურ ინტერესებს.
პაშინიანის განადგურებით რუსეთმა სომხეთს მიუთითა, მეტი აღარ გაბედონ მათ დაუკითხავად პრეზიდენტის არჩევა; ზუსტად ისევე, როგორც საქართველოში.
არაფერია საზეიმო,” – წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული.
კომენტარები