NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლებისა და საკარანტინე ღონისძიებების მოქმედებების თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლებისა და საკარანტინე ღონისძიებების მოქმედებების თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

09 ნოე 2020 საზოგადოება 162 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლებისა და საკარანტინე ღონისძიებების მოქმედებების თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„2020 წლის 9 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც აიკრძალა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 22:00-05:00 საათებში გადაადგილება სხვადასხვა ქალაქების ტერიტორიაზე. პარალელურად, 9 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, სადაც ადამიანები გააპროტესტებენ ამ შეზღუდვას და საარჩევნო დარღვევებს.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხს და ამ კუთხით ეფექტური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების მიღების აუცილებლობას, რათა ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული.

თუმცა განვმარტავთ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.

დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვის კანონიერება, მისი ეფექტურობა და მიზანშეწონილობა. სწორედ ამ ტიპის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, პატივი სცენ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან იმ რეგულაციების დარღვევის გამო, რომელიც კრძალავს სხვადასხვა ქალაქებში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებას.

ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს მანიფესტანტებს, შეკრებისას დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

TOP მიტინგი ნინო ლომჯარია სანქცია 2020-11-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიტინგი ნინო ლომჯარია სანქცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ სააკაშვილი: თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების

შემდეგი სტატია

“სამი ნაჭერი შეშა მოჰქონდათ და ამის გამო დაიჭირეს ახალგაზრდები. ნორმალურები არიან ახლა ესენი?”

მსგავსი სტატიები

პუტინი და მისი ორეულები

11 ოქტ 2017
მასშტაბური სტუდენტური მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრამდე – ღონისძიება ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაიმართა

მასშტაბური სტუდენტური მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრამდე – ღონისძიება ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაიმართა

11 მარ 2019
„ლეოგრანდი“-ს მფლობელი: დაღუპულები ნივთების ასაღებად გასახდელში შევიდნენ და გასვლა ვეღარ მოასწრეს

„ლეოგრანდი“-ს მფლობელი: დაღუპულები ნივთების ასაღებად გასახდელში შევიდნენ და გასვლა ვეღარ მოასწრეს

27 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ოპოზიცია ამ წუთებში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბება

    ოპოზიცია ამ წუთებში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბება

  • დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში

    დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში

  • სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია – მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს!

    სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია – მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს!

  • სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები

    სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები

  • მე და ალეკო ელისაშვილმა ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად

    მე და ალეკო ელისაშვილმა ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად

  • ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს

    ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს

  • “სვისტოკით” და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება

    “სვისტოკით” და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება

  • შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, თითქოს იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი

    შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, თითქოს იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი

  • რაც დღეს პარლამენტთან ხდება იმის საპირისპიროა, რაზეც ყველა მხარე გუშინ შევთანხმდით

    რაც დღეს პარლამენტთან ხდება იმის საპირისპიროა, რაზეც ყველა მხარე გუშინ შევთანხმდით

  • “მათთვის დღევანდელი დღე ჯოჯოხეთია”

    “მათთვის დღევანდელი დღე ჯოჯოხეთია”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge