სამი ნაჭერი შეშა მოჰქონდათ და ამის გამო დაიჭირეს ახალგაზრდები,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ კომენტირებისას განუცხადა.
რაც შეეხება დღეს მიმდინარე აქციას, როგორც ჯაფარიძე აცხადებს, წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა დღესაც მოხდება თუ არა აქციის დაშლა.
“„ქართულ ოცნებაში“ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება არ მესმის, ამ 8 წლის განმავლობაში ვერ გავიგე, მაგრამ მგონია, რომ წარმოუდგენელი სიგიჟე იქნება ახლა მათი მხრიდან, რომ მოვიდნენ და ამ ხალხს დაშლა დაუწყონ. სამი ნაჭერი შეშა მოჰქონდათ და ამის გამო დაიჭირეს ახალგაზრდები. ნორმალურები არიან ახლა ესენი?
დაუმორჩილებლობას რაც შეეხება, მე ვიყავი ამის ერთ-ერთი ინიციატორი. „სირცხვილია“ გამოვიდა ინიციატივით, პარტიებიდან მე ვიყავი ინიციატორი, სხვა პარტიებმაც მხარი დაუჭირეს და დავარღვიეთ ის ვითომ, რეგულაცია, რომელიც უკანონოა და სინამდვილეში პანდემიის შეკავებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მოტივირებულია პოლიტიკურად. „გირჩი“ კორონავისურთან დაკავშირებულ რეგულაციებს გაზაფხულიდან მოყოლებული ისედაც არ ემორჩილებოდა, თუმც სახვა პარტიებისთვის სიახლეა“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
კომენტარები