NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მიხეილ სააკაშვილი: თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების

მიხეილ სააკაშვილი: თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების

09 ნოე 2020 პოლიტიკა 482 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ ლაივში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ უნდა, რომ დაბრუნებით ოპოზიციის ერთიანობა დაარღვიოს და ვინმემ ჩათვალოს, რომ მის გამო რამე ჩაიშალა.

„მეგობრებო, ჩემი სიცოცხლე ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა, სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, რეისები არის, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ, მოვიწვევ, ვისაც ჩემთან ერთად უნდა წამოსვლა, მაგრამ მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი. არ მინდა დავარღვიო ოპოზიციის ერთიანობა, ამავე დროს ყველა ჩემი ინსტინქტი და გული მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო.

იმედია იმ დროისთვის საკმარისად ძლიერები იქნებით, რომ მათ ჩემთვის ხელის შეშლა ვერ შეძლონ. ახლა უკვე წყალი აქვთ შეყენებული. სპეცრაზმი უკეთესი ჰყავთ ვიდრე შევარდნაძეს იმიტომ, რომ ჩემი შექმნილია. მე როდესაც 2007 წელს ეს სპეცრაზმი გამოვიყენე იმის შემდეგ გადავდექი პრეზიდენტობიდან, ვადა წელიწად ნახევრით შევიმცირე. 2008 წელს ძლივს მოვიგე, 2%-ით გავძვერი პირველ ტურში და 2012 წელს ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია“,-აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე განცხადებით, თუ არ გვინდა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს დამონების პროექტი საბოლოოდ განხორციელდეს, ქართველი ხალხი ერთიანი და მომთმენი უნდა იყოს, რადგან მომდევნო რამდენიმე კვირა რთული იქნება.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თავს გამარჯვებული პარტიის ლიდერი უწოდა.

„ ვინაა ივანიშვილი? ერთი ქონდრის კაცია. თქვენ ხართ ხალხი, ირწმუნეთ საკუთარი ძალის. ქონდრის კაცს უბრალოდ გვერდზე გაწევა უნდა. ახლაა ეს ხაზი, რომლის უკან დასახევი არ გვაქვს. ან გამარჯვება, ან ჩვენი მომავლის განადგურება. თქვენ საარჩევნო უბნებზე მიხვედით და არჩევნები მოიგეთ, მე ამას, როგორც გამარჯვებული პარტიის ლიდერი, ისე ვამბობ, მაგრამ მერე მაგან დაწერა და ეს დაწერილი უნდა წამოვიღოთ და თავზე გადავახიოთ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

TOP არჩევნები მიხეილ სააკაშვილი ოპოზიცია 2020-11-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩევნები მიხეილ სააკაშვილი ოპოზიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

შემდეგი სტატია

საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლებისა და საკარანტინე ღონისძიებების მოქმედებების თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მსგავსი სტატიები

მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, იუსტიციის საბჭოს წევრებმა კანდიდატურები მოხსნეს

მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, იუსტიციის საბჭოს წევრებმა კანდიდატურები მოხსნეს

ირაკლი შალიკაშვილი 24 მაი 2019
პლენარული სხდომის განახლება ვერ ხერხდება

პლენარული სხდომის განახლება ვერ ხერხდება

ნინო ჩხეიძე 18 ივლ 2021

საპენსიო პროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება

31 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge