ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოში ჩატარებული არჩევნებისმიხედვით ბათილი ბიულეტენების სტატისტიკამოამზადა. მონაცემები მოიცავს ბათილიბიულეტენების საშუალო პროცენტულმაჩვენებლებს 2002 წლიდან დღემდე.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, 8 ნოემბრისმდგომარეობით, 2020 წლის პარლამენტისპროპორციული სისტემით ჩატარებულარჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალოპროცენტული მაჩვენებელი 3.28%-ია, ხოლომაჟორიტარული სისტემით ჩატარებულიარჩევნების ბათილი ბიულეტენებისპროცენტული მაჩვენებელი 4.14%-ია. საბოლოომონაცემები გამოქვეყნდება საქართველოსპარლამენტის არჩევნების შედეგებისოფიციალურად შეჯამების შემდეგ.
ცესკოს მიერ დამუშავებული ინფორმაციისსაფუძველზე იკვეთება, რომ პარლამენტისარჩევნებზე დაფიქსირებული ბათილიბიულეტენების რაოდენობა მნიშვნელოვნად არგანსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილიბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან, მაგალითად 2016 წლის ანალოგიურმონაცემებთან შედარებით პროპორციულნაწილში ნაკლებია 0.15%-ით, ხოლომაჟორიტარული წესით ჩატარებულარჩევნებთან შედარებით მცირედით მეტია, კერძოდ 0.03%-ით.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელსამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებშიმონაწილეობისათვის, გადაეცათ 2 ბიულეტენიროგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციულისაარჩევნო სისტემით. იქ, სადაც ასევეტარდებოდა საკრებულოს შუალედური ან მერისრიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლებმა 3 ბიულეტენი მიიღეს.ხოლო აჭარის რეგიონში (6 მუნიციპალიტეტში) 4 ბიულეტენი – 2 საქართველოს პარლამენტის, 2 კი აჭარისუმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.
ცესკომ ასევე მოამზადა ინფორმაცია წინასწარიშედეგების გამოცხადების შესახებ (2012-2020 წლები).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
ინფორმაცია წინასწარი შედეგებისგამოცხადების შესახებ (2012-2020 წლები)
კომენტარები