“რამდენიმე კვირის წინ დავბრუნდი ფეისბუკზე რათა მცირედით შევწეოდი იმ ადამიანებს ვისაც სახლში მოუწევს კოვიდთან ბრძოლა. მე და
– მა ვცადეთ სხვადასხვა ფორმით მიგვეწვდინა ხმა მათთვის, ვისაც ექიმის კონსულტაციაზე ხელი არ მიუწვდება. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი შემთხვევები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ჩვენმა პოსტებმა, ვირტუალურმა ლექციებმა, ტელევიზიებისა და ჟურნალების მიერ ანიმაციებად თუ სტატიებად აკინძულმა რეკომენდაციებმა ნახვებით და გაზიარებებით თითქმის ნახევარი მილიონი მნახველი მოიცვა. უწყვეტად ვპასუხობთ პირად ფოსტაში გამოგზავნილ შეკითხვებს ყოველდღიურად, მაგრამ წერილები არ წყდება… სამწუხაროდ არც ერთს არ გვაქვს იმის ფიზიკური შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გავუწიოთ კონსულტაცია ყველა მსურველს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ განვაახლოთ პირველი ინსტრუქცია იმ კითხვებზე დაყრდნობით, რომლებსაც ყველაზე ხშირად გვისვამთ.
და Zurab Guruli”
კომენტარები