6 ნოემბერი 2020 – საერთაშორისო გამოცემამ Global Banking & Finance Review-მ გალტ &
თაგარტი The Next 100 Global Awards 2020-ის გამარჯვებულად დაასახელა. ეს ნომინაცია
ავლენს ყველაზე საინტერესო, ინოვაციურ და პერსპექტიულ ბიზნესებს მსოფლიოს
მასშტაბით. ჯილდო სწორედ იმ კომპანიებს გადაეცათ, რომლებიც მუდამ მზად არიან
მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების თუ სერვისების მიწოდება უზრუნველყონ.
გალტ & თაგარტ-მა ორი ჯილდო სხვადასხვა კატეგორიებში – საბროკერო
მიმართულებით და საინვესტიციო საბანკო მიმართულებებით მიღწეული
წარმატებისათვის მოიპოვა.
„მოხარული ვართ, რომ Global Banking & Finance Review-მ გალთ & თაგარტი მსოფლიოს
მასშტაბით 100 ყველაზე ინოვაციურ და პერსპექტიულ კომპანიას შორის დაასახელა.
პროგრამის ფარგლებში 2 ჯილდო საბროკერო და საინვესტიციო საბანკო
მიმართულებით მოგვენიჭა. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და კვლავ აქტიურად
განვაგრძობთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური
შესაძლებლობების შექმნას“,- განაცხადა ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტი-ს
მმართველმა დირექტორმა.
ინფორმაციისთვის, Global Banking & Finance Review
(https://www.globalbankingandfinance.com/) წამყვანი ონლაინ და ბეჭდვითი ჟურნალია,
რომელიც საბანკო, საბროკერო, დაგროვილი ქონების და სხვა საინვესტიციო
მიმართულებით უმაღლესი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყობს. მას
200-ზე მეტ ქვეყანაში კითხულობენ. მკითხველთა შორის არიან დიდი საერთაშორისი
კომპანიების აღმასრულებელი პირები, ფინანსური ინსტიტუტები, ცენტრალური
ბანკების წარმომადგენლები და ფინანსური ბაზრებით დაინტერესებული პირები.
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»გალტ & თაგარტი Global Banking & Finance Awards-ის მიერ მსოფლიოს Next 100 საუკეთესო კომპანიის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა
კომენტარები