NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ანრი ოხანაშვილი: ვინც არ ასრულებს კანონს და არ ემორჩილება, ლოგიკურია, რომ …

ანრი ოხანაშვილი: ვინც არ ასრულებს კანონს და არ ემორჩილება, ლოგიკურია, რომ …

03 ნოე 2020 სამართალი 221 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვინც არ ასრულებს კანონს და არ ემორჩილება, ლოგიკურია, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პროკურტურის მიერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვას გამოეხმაურა. მისი თქმით, რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეკულაციაა .

„ ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, როგორ დაარღვია ის პირობა, რომელიც ამ ადამიანს – ნიკანორ მელიას დაკისრებული ჰქონდა სასამართლო წესით. ხომ ყველამ ვიხილეთ პირდაპირ ეთერში დემონსტრაციულად სამაჯურის მოხსნა და გადაგდება?! ეს არის სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება და პირობის დარღვევა. არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, როცა პირს, ვისაც დაკისრებული აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში გირაოს სახით და არღვევს ამ პირობებს პროკურატურა უფლებამოსილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე იშუამდგომლოს სასამართლოსთან შესაბამისი პირობით. ასე, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, ვინც არ ასრულებს კანონს და არ ემორჩილება, ლოგიკურია, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. პასუხისმგებლობა რა სახის იქნება და რას მოითხოვს პროკურატურა, ეს არის პროკურატურის შეფასების საგანი, რომელიც სასამართლომ უნდა განიხილოს. ამიტომ მე დამატებით მსჯელობაში ვერ შევდივარ. შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, ეს არის აბსურდი, ვინაიდან ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, როგორ დემონსტრაციულად არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ ასეთ შემთხვევაში არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რომელსაც, როგორც ჩანს, იყენებს ხელისუფლება,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

კომენტარები

TOP ანრი ოხანაშვილი კანონი ნიკა მელია 2020-11-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანრი ოხანაშვილი კანონი ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გამყალბებელი ციხეში“ – ცესკო-ს შენობასთან აქცია მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

ამირან გამყრელიძე: ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება

მსგავსი სტატიები

პეტრიწის ქუჩაზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

04 ოქტ 2017
20 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მისი მეგობარი დააკავეს

20 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მისი მეგობარი დააკავეს

22 თებ 2018
წალკის მუნიციპალიტეტში ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

წალკის მუნიციპალიტეტში ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

22 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

    მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

  • “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

    “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge