NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ევროპული საქართველო“ ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს

“ევროპული საქართველო“ ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს

02 ნოე 2020 პოლიტიკა 532 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველო“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.

“მიუხედავად ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პერიოდისა, მიუხედავად ძალიან მძიმე დარღვევებით ჩატარებული საარჩევნო დღისა, საარჩევნო საღამოს ჩვენ მაინც ვიყავით ძალიან ფრთხილი და თავშეკავებული არჩევნების საბოლოო შეფასებაში და ვამბობდით, რომ ხმების დათვლას დაველოდებოდით. სამწუხაროდ, იმან, რაც შემდეგ საარჩევნო კომისიებში მოხდა, არ დატოვა კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, როგორი არჩევნები ჩატარდა 31 ოქტომბერს. არჩევნები, სადაც სრული სიმძლავრით მუშაობდა ორკესტრირებული გაყალბების სისტემის მანქანა, არჩევნები, რომლის გაყალბებაშიც ჩართული იყო ერთად პარტიული, სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები. არჩევნები, სადაც ადამიანებს აშინებენ კრიმინალები, სუს-ი და ადგილობრივი ხელისუფლება, პოლიციის სრული უმოქმედობის ფონზე, თავისუფალ არჩევნებად ვერ ჩაითვლება. არჩევნები, სადაც ამომრჩევლის მოსყიდვაა და გვაქვს ასეულობით ხელით გადაკეთებული ოქმი, ვერ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად. ამიტომ ჩვენი შეფასება აბსოლუტურად მკაფიოა. ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება – „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურში. ეს არ არის რიგითი პროტესტი ან რიგითი ბოიკოტი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ პარლამენტში მონაწილეობას და აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ამიტომ ამის ლეგიტიმაცია ჩვენგან ვერ მოხდება. მე მივმართავ სხვა ოპოზიციურ პარტიებს და იმედი მაქვს, რომ მათგანაც ძალიან სწრაფად მოვისმენთ მათ შეფასებასა და პოზიციას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში “ევროპულმა საქართველომ“ ხმების 3.78%-ი მიიღო. ჯამში პარტიამ ახალი მოწვევის პარლამენტში 5 მანდატი მოიპოვა. „ევროპული საქართველო“ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

კომენტარები

2020-11-02
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

How to Write an Excellent Essay

შემდეგი სტატია

ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა შეცდომა იქნება

მსგავსი სტატიები

ბადრი ჯაფარიძე: გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ თვალსაჩინო წარმომადგენელი

ბადრი ჯაფარიძე: გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ თვალსაჩინო წარმომადგენელი

ირაკლი შალიკაშვილი 02 სექ 2021
კახა კალაძე: ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ: სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში …

კახა კალაძე: ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ: სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში …

ნინო ჩხეიძე 04 მაი 2023
არასრულწლოვანზე შანტაჟი – დაკავებულ მამაკაცს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

არასრულწლოვანზე შანტაჟი – დაკავებულ მამაკაცს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

14 იან 2019

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge