NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სოციალური მედია»ირინა სარიშვილი: რამდენიც ვართ, როგორებიც ვართ, ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე!

ირინა სარიშვილი: რამდენიც ვართ, როგორებიც ვართ, ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე!

02 ნოე 2020 სოციალური მედია 193 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“ამერიკის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით ყურებჩამოყრილი ოპოზიციონერების და გახარებული ქოცი ნაძირლების საყურადღებოდ:
1. ეს არის დიპლომატიური კორპუსის განცხადება, რომელშიც ვერანაირად ვერ იქნება მოწოდება არჩევნების ჩაშლისკენ;
2. ამავე განცხადებაში ნათლადაა ნათქვამი, რომ საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, რაც გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე, შეიძლება საუბარი არჩევნების შედეგების გაუქმების და ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.
3. საკმარისი რაოდენობის მტკიცებულებები ჩვენს შემტხვევაში ნიშნავს ისეთ რაოდენობას, რომელსაც 4 პროცენტიანი სხვაობის მოცემა შეუძლია – 48 პროცენტის მაგივრად 44 პროცენტი ხელისუფლებისთვის ნიშნავს იმას რომ მან ოპოზიციასთან წააგო. 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილია 4 პროცენტზე ბევრად მეტი, მინიმუმ 10 პროცენტიანი ცდომილებოს მომცემი დარღვევები, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს, დაიშალოს არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისია და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
და ბოლოს, ესეც რომ არა, რაც ზემოთ დავწერე, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს და სულ მარტოც რომ დავრჩეთ, ჩვენ შეგვიძლია შედეგის შეცვლა, თუ ერთად ვიქნებით და ერთმანეთს არ ვუღალატებთ.
ვინც არ იცით ან დაგავიწყდათ, შეგახსენებთ 2003 წლის ამბებს, რისი თვითმხილველი კი არა, მონაწილე გახლავართ:
მაშინდელი პარლამენტი ცნო ყველა ქვეყანამ, დარჩენილი იყო მხოლოდ პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ცნობა და აი სწორედ იმ დღეს შემოანგრია მიშა სააკაშვილმა დარბაზის კარები. მერე რაც მოხდა, იმედია ყველას გახსოვთ.
კატეგორიულად ვემიჯნები ყველა პესიმისტურ განცხადებას.
მოგიწოდებთ ყველას, სანამ ჯერ კიდევ არის შანსი, თუნდაც მცირედი, თავი შევიკავოთ ასეთი განცხადებებისგან. არ გეგონოთ, ვინც დღესაც ოპტიმისტურ ნოტაზე ვრჩებით, თქვენზე ნაკლებად ჭკვიანები ვართ. უბრალოდ ჩვენ პირველ რიგში საქმეზე ვფიქრობთ და არა იმაზე, მომავალში, თუ ყველაფერი ცუდად დამთვარდება, ამაყად ვთვქატ, აი ხო ვამბობდიო.
კარგად გაიაზრეთ, გთხოვთ, რასაც ვამბობ და თქვენს სრულიად გასაგებ მძიმე განწყობას ნუ გადასდებთ მათ, ვინც დღესაც იბრძვის. თუ გვერდში დგომას ვერ ახერხებთ და თუნდაც სიტყვით გამხნევებაც არ გამოგდით, უბრალოდ გაჩუმდით და ნუ ასაჯაროებთ თქვენს უიმედო განწყობას დღევანდელ დღეს.
რამდენიც ვართ, როგორებიც ვართ, ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე!”

კომენტარები

არჩევნები ირინა სარიშვილი 2020-11-02
ნინო ჩხეიძე
Tags არჩევნები ირინა სარიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა

შემდეგი სტატია

How to Write an Excellent Essay

მსგავსი სტატიები

„ქართული მარში“ დღეს აქციებს აღარ გამართავს

„ქართული მარში“ დღეს აქციებს აღარ გამართავს

17 მაი 2018
„კოტე იოსელიანს მორიგი ფსკერი მოუკაწრავს, ფუჰ“

„კოტე იოსელიანს მორიგი ფსკერი მოუკაწრავს, ფუჰ“

15 ივნ 2018
„პოტენციური მკვლელი თბილისის ქუჩებში მშვიდად დადის“

„პოტენციური მკვლელი თბილისის ქუჩებში მშვიდად დადის“

16 იან 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge