ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პარლამენტის დეპუტატი ვერ გახდა. ის პირველივე ტურში დამარცხდა თავის კონკურენტთან, რომელიც მმართველმა პარტიამ დააყენა. გამარჯვებისთვის ხმების 50 პროცენტზე მეტის დაგროვება იყო საჭირო.
სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის სამაჟორიტარო ოლქში პირველ ორ კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- გივი ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) – 51,02%;
- ნანუკა ჟორჟოლიანი (ძალა ერთობაშია) – 31,52%.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა 30 ოლქიდან 14-ში გაიმარჯვეს, დანარჩენ 16-ში კი მეორე ტური გაიმართება.
კომენტარები