“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია ხმებს იცავდეს და ცესკოს პასუხებს სთხოვდეს, ახლა მათგან აბდა-უბდას ვისმენთ. გვარამიას თქმით, არავინ, ვინც ხმების დაცვისთვის არ იბრძვის, ამ ხმას არ იმსახურებს.
“რა თქვენ შტაბებში სხედხართ ხალხო, წადით ცესკოსთან, სადაც არჩევნების ბედი წყდება და საქართველოს ბედი წყდება მასთან ერთად, ვინ დაეძებს 53%-ს აიღებთ თუ 51%-ს 49-ს თუ 45-ს?! საქართველოს ბედი წყდება და ყალბდება ცესკოში, “ოცნება” გაიქცა ყველაფრიდან, იმედზე ფილმი გადის საერთოდ… დაძინებული, დაღლილი, გასავათებული ადამიანების აბდა-უბდას, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არცერთი ვინც არ იბრძვის ხმების დაცვისთვის, ამ ხმებს არ იმსახურებს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
კომენტარები