ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელით სტატუსს აქვეყნებს. News.ge სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“რაში სჭირდება ”გამარჯვებულს” მხოლოდ იმ ოქმების დაჯამება სადაც თვითონ ლიდერობენ? ამომრჩევლის ფსიქოლოგიურად გატეხვაა მიზანი…
სანთლის შუქზე დაჯამებული არჩევნები ოცდამეერთე საუკუნეში 

ნუთუ ვერასდროს უნდა გამოვიდეს ამ ჯადოსნური წრიდან საქართველო?..
ნეტავ როგორ ირგებენ ამ გასაცოდავებული ხალხის, მშიერი ბავშვების და მოხუცებისთვის მოპარულ ფულს 

P.S. ძალიან გთხოვთ ნურავინ შეეცდებით დამიმტკიცოთ რომ საქართველოში ხალხი ბედნიერი და მდიდარია.
მაპატიეთ მაგრამ ყველა ასეთი კომენტარი წაიშლება. უამრავი ნათესავ-მეგობარ-მეზობელი მყავს საქართველოში და აბსოლუტურ უმრავლესობას შია და წამლის შეძენის საშუალება არ აქვს. მეც შიმშილს, კორუფციას და უსამართლობას გამოვექეცი თავის დროზე.
შეგნებულად ვერიდები პოლიტიკაზე საუბარს რადგან ასე მძაფრად პოლარიზებულ საქართველოში ვცდილობ ყველას ექიმი ვიყო და არავის დარჩეს განცდა, რომ მე მისიანი არ ვარ. თუმცა, ეს უკვე მეტისმეტია. ადამინები შიმშილით იხოცებიან ქვეყანაში, საბაზისო ჯანდაცვაზე არ მიუწვდებათ ხელი და ამ დროს სინდისი გყოფნით მათ არჩევანი წაართვათ.
როგორ ირგებთ ამ ლუკმას???”
კომენტარები