თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“დღის ბოლოს, როდესაც მოვუსმინე თითქმის ყველას და ვუყურე ყველაფერს ჩემი მოსაზრებები მინდა გაგიზიაროთ.
ერთ წინადადებიანი შეფასება დასაწყისისთვის:
31 ოქტომბერი იყო ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი სპეცოპერაცია დემოკრატიის წინააღმდეგ.
ეხლა დეტალებზე, რა ვქნათ?
1. პოლიტიკური პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ აუცილებელია, გაბრაზებული ადამიანების მოსმენა, მათთვის გამოხატვის საშუალების მიცემა და შესაბამისად მიტინგი, მანიფესტაცია, მოძრაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთ დროს აუცილებლიც კი. ამიტომ მადლობა ოპოზიციისთვის დღევანდელი დღისთვის.
2. ამასობაში აუცილებელია ნათლად გამოჩნდეს რა მოთხოვნით გრძელდება ბრძოლა. გასაგებია რომ ამას მსჯელობა და ცოტა დრო ჭირდება, მაგრამ მოთხივნის გარეშე ქუჩაში პოლიტიკური პროცესი არ არსებობს.
3. მეტყვით მოთხივნა სახეზეა – არჩევნების შედეგების გაუქმებისო. თუმცა შედეგების გაუქმება არ არის აბსტრაქტული პროცესი, როდესაც მეფე ბრძანებს ასე. ეს არის კონკრეტული სამართლებრივი პროცესი, რომელიც ჯერ არ ჩანს.
ან ცესკომ უნდა გააუქმოს, ან სასამართლომ.
სამართლებრივი პროცესის გარეშე არ არსებობს არჩევნების შედეგების გაუქმება.
4. წინ მეორე ტურებია, და აქაც ერთმნიშვნელოვანი სიცხადეა საჭირო. ეხლა არ მოვყვები იმაზე საუბარს, არ გაკადრებთ რა უპირაგესობა აქვს ხელისუფლებას ადმინისტრაციული და რესურსული თვალსაზრისით, ამიტომ დღესვე დასაწყებია მეორე ტურებში გამარჯვებისთვის ბრძოლა.
5. ცოტა რიცხვებზე. ასეთი კონფიგურაცია ქვეყნის პარლამენტში არ გვქონია. ეს მნიშვნელოვანდ ცვლის ვითარებას.
ასევე ყველას გვახსოვს რომ ოცნებას ყველა უმრავლესობიდან გაექცა ხალხი ორივე პარლამენტში.
დღევანდელი ვითარების უპირატესობა ის არის რომ ოცნების უმრავლესობა ბეწვზე კიდია და შესაბამისად, ნებისმიერ მომენტში, სწორედ მორალური და ინტერლექტუალური უპირატესობით ეს კონფიგურაცია ძალიან ადვილად შეცვლადია. ისევე როგორც ოპოზიციურ კოალიციური მთავრობა.
6. ხალხო ერთმანეთს შეხედეთ, იმ თვალით ეხლა მე რომ გიყურებთ. და მერე კობახიზე და კომპანია გაიხსენეთ. წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის ინტელექტუალურ და კომპეტენციურ უპირატესობაზე ვსაუბრობთ პარლამენტში.
7. ამასობაში, ისიც გახსოვდეთ რომ ქაფრთული ოცმების სიით პარლამეტში შედის ხალხი რომელსაც არც დერთ ხელისუფლების სიმძიმე არ მოყვება და მათთვის სწორედ თქვენი სახით უნდა შეიქმნას იროენტირი და მიზიდულობის ასეთი კი ერთ და ორი კი არა 9 იქნება ამ პარლამენტში.
წასასვლელი ამ ხალხს ბევრი აქვს.
8. რაც შეეხება ტავად არჩევნებს. დიახ, როგორც ზევით ვთქვი თავზე გადაგვახიეს, მაგრამ რა პირველი იყო? არ გადაგვიყლაპია ეს სიბრაზე მანამდე?
ეხლა არავისკენ ხელს არ გავიშვერ მაგრამ ისეც არ გამოვიდეს სწორედ იმ გაბრაზებული ხალხის დასაცინი გახდეთ.
9. და კიდევ გავიმეორებ, მეორე ტურებში გამარჯვებისთვის ბრძოლაა საჭირო, ამ ბრძოლის შედეგად მოგებული მანდატებით სულ ბეწვის ხიდზე ატარებთ ოცნებას და ისიც ცოტა ხანს, მალე შემოუბრუნებთ შედეგებს.
არჩევნები არ დამთავრებულა და არც ბრძოლა!
რა დროს მანდატების დაყრა და თურქმენ ბაშის ანალოგებია. ნუთუ გგონიათ რომ შერცხვება ივანიშვის ან კობახიძეს მარტო თუ დარჩება?
სარკეში ჩაახედებთ და დაიმორცხვებენ?”
კომენტარები