NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ზურაბ გურული: პიკი რამდენიმე კვირაში ისედაც დადგება და ეს დაბრალდება ოპოზიციის უპასუხისმგებლობას

ზურაბ გურული: პიკი რამდენიმე კვირაში ისედაც დადგება და ეს დაბრალდება ოპოზიციის უპასუხისმგებლობას

01 ნოე 2020 საზოგადოება 462 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ოპოზიციის პატივცემულო ლიდერებო,
ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, ხალხი არის დაღლილი, მშიერი და ავად. კლინიკები გადატენილია. არ არსებობს გაყინულ ქუჩებში დიდხანს დგომის არავითარი ადამიანური რესურსი. ნუ მისცემთ ე.წ. მთავრობას პანდემიის მართვის ფიასკოს თქვენზე გადმობრალების საშუალებას. პიკი რამდენიმე კვირაში ისედაც დადგება და ეს დაბრალდება ოპოზიციის უპასუხისმგებლობას. მთავრობამ უკვე დააყენა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კატასტროფის წინაშე და ერთადერთ გამოსავლად კომენდანტის საათის შემოღება დარჩა.
ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო პასუხისმგებლიანნი და მზრუნველნი. ვიმოქმედოთ ფრთხილად!
შეიკრიბეთ და გააფორმეთ მემორანდუმი, რომ ეს “არჩევნები” იყო არალეგიტიმური, მიმართეთ მსოფლიო თანამეგობრობას და გამოაცხადეთ ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, მრავალპარტიული კონსენსუსით შექმნილი საარჩევნო კომისია.
ნუ დაუჯდებით სასაუბროდ გაკოტრებულ, ე.წ. მთავრობას! მათ უკვე დაკარგეს ხალხის სახელით საუბრის უფლება. ნუ მოუსმენთ ნურცერთ უცხოელ დიპლომატს, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნების აღიარებას და თქვენი პოზიციის დათმობას მოგთხოვენ. თქვენ პასუხისმგებლები ხართ საკუთარი ამომრჩევლების, საკუთარი სამშობლოსა და სინდისის წინაშე და არა რომელიმე პოლიტიკოსის ან უცხოეთის რომელიმე ქვეყნის. გაუფრთხილდით თქვენს თანამემამულეებს. უაზროდ ნუ გაიმეტებთ მათ ჯანმრთელობას.
თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი, რომ სამუდამოდ, ღირსეულად შეხვიდეთ თქვენი ქვეყნის ისტორიაში. ნუ დათმობთ ამას რაიმე მერკანტილურ საფასურად. გვიგულეთ თქვენს გვერდით. მოთმინებით, სიმშვიდითა და გონიერებით ჩვენ გავიმარჯვებთ,” – წერს სოციალურ ქსელში აშშ-შ- მცხოვრები, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული.

კომენტარები

არჩევნები ზურაბ გურული კორონავირუსი 2020-11-01
ნინო ჩხეიძე
Tags არჩევნები ზურაბ გურული კორონავირუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ბარამიძე: ეს არჩევნები არ არის – ეს არის ფარსი

შემდეგი სტატია

ამ დროისთვის დათვლილი 3 007 უბნის მონაცემებით – „ქართულმა ოცნება“ 48.36%, „ნაციონალურმა მოძრაობა“ – 26,35%, „ევროპულმა საქართველო“ 3.79%

მსგავსი სტატიები

ნადირობა მთელი  ქვეყნის მასშტაბით 18 აგვისტოს დაიწყება

ნადირობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 აგვისტოს დაიწყება

17 აგვ 2018
ლეილა აბაშიძე იშემიური ინსულტით კლინიკაში გადაიყვანეს

ლეილა აბაშიძე იშემიური ინსულტით კლინიკაში გადაიყვანეს

სოსო ელისაშვილი 14 თებ 2018
დიმიტრი ქუმსიშვილი: ვირტუალური რეალობის სტენდები საქართველოს ტურისტულ ცენტრებში დაინერგება

დიმიტრი ქუმსიშვილი: ვირტუალური რეალობის სტენდები საქართველოს ტურისტულ ცენტრებში დაინერგება

22 იან 2018

უახლესი ამბები

  • მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

    მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

  • ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

    ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

  • სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

    სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

  • ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

    ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

  • რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

    რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

  • ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

    ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

  • ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

    ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

  • tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

    tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

  • მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

  • “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!”  – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

    “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!” – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge