35 წლის სკარლეტ იოჰანსონი და 38 წლის კოლინ ჟოსტი დაქორწინდნენ. მსახიობმა და პროგრამის, Saturday Night Live სცენარისტმა მოკრძალებული ქორწილი ახლობლების წრეში, ნიუ-იორკში გადაიხადეს.
კოლინ ჟოსტისათვის ეს პირველი ქორწინებაა, სკარლეტ იოჰანსონი კი ორჯერ იყო ქორწინებაში. მისი პირველი მეუღლე იყო მსახიობი რაიან რეინოლდსი, ხოლო მეორე – ფრანგი ბიზნესმენი რომან დორიაკი, რომელთანაც იოჰანსონს გოგო ჰყავს.
კომენტარები