NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში”

“მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში”

30 ოქტ 2020 პოლიტიკა 172 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

“დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ მოგვცა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, პირველ რიგში, გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის. ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და მე ამაყი ვარ, რომ დღეს, ქართველ ხალხს კლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. მერწმუნეთ, დემოკრატიული ტრადიციის დამკვიდრება და მისი შეუქცევადობა, პირადად ჩემთვის, ყველაზე ღირებულია იმ მიღწევათა შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას და მის წარმატებებს უკავშირდება. ხვალ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა. ხვალ, ყველა ჩვენთაგანმა კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი საკუთარი რწმენის, ღირებულებების, სინდისისა და ინტერესების გათვალისწინებით და მე „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში – ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

TOP არჩევნები ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება 2020-10-30
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩევნები ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით უნდა დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ

შემდეგი სტატია

ნიკა მელია: გვაქვს შანსი, პოლიტიკიდან გავაცილოთ ეს ახალგაზრდაც – ირაკლი კობახიძე

მსგავსი სტატიები

უმრავლესობის წევრები ცდილობენ მოატყუონ ოპოზიციის ლიდერები, საზოგადოება და 2020-ში ბევრი სალომე ზურაბიშვილი აარჩევინონ

უმრავლესობის წევრები ცდილობენ მოატყუონ ოპოზიციის ლიდერები, საზოგადოება და 2020-ში ბევრი სალომე ზურაბიშვილი აარჩევინონ

ირაკლი შალიკაშვილი 25 ნოე 2019
20 ივნისის აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“ იქნებიან – ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ

20 ივნისის აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“ იქნებიან – ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ

ირაკლი შალიკაშვილი 10 ივნ 2020
ევროპარლამენტარების გამოხმაურება, ხელისუფლებისთვის უნდა იყოს გზავნილი, რომ კერზაიას საქმის დროული გამოძიებაა საჭირო

ევროპარლამენტარების გამოხმაურება, ხელისუფლებისთვის უნდა იყოს გზავნილი, რომ კერზაიას საქმის დროული გამოძიებაა საჭირო

ირაკლი შალიკაშვილი 03 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

    ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

  • Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

    Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

    ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

  • პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

    პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

  • მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

    მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

  • არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

    არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

  • ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

    ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

  • კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

    კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge