NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ემანუელ მაკრონი: ცხადია, თავს დაესხნენ მთელს საფრანგეთს

ემანუელ მაკრონი: ცხადია, თავს დაესხნენ მთელს საფრანგეთს

29 ოქტ 2020 მსოფლიო 211 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის ადგილი მოინახულა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა.

მაკრონის განცხადებით, იგი ქვეყნის შიგნით სამხედრო მობილიზების ხარისხს გაზრდის, რათა დაიცვას საკვანძო ადგილები, როგორებიცაა რელიგიური დაწესებულებები და სკოლები.

„ამ დილით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მთელს საფრანგეთში ყველგან გავზარდოთ სიფხიზლის დონე, რათა გავუმკლავდეთ ტერორიზმის საფრთხეებს. გადავწყვიტე, რომ უახლოეს საათებში, ჩვენი სამხედროების მეტად მობილიზება მოხდება და შიდა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ქვეყანაში განთავსებული ჯარისკაცების რაოდენობა 3 000-დან 7 000-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავიცვათ ყველა რელიგიური დაწესებულება, მათ შორის განსაკუთრებით ეკლესები, რათა ყველა წმინდანის დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნა იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა მაკრონმა.

მან მომხდარს ეროვნულ ღირებულებებზე თავდასხმა უწოდა.

„კიდევ ერთხელ მოხვდა ჩვენი ქვეყანა ისლამისტი ტერორისტის თავდასხმის ქვეშ. კიდევ ერთხელ, ამ დილას, ჩვენი სამი თანამოქალაქე მოკლეს ნიცაში ნოტრ-დამის ტაძარში. და ცხადია, თავს დაესხნენ მთელს საფრანგეთს. თუკი ჩვენ კიდევ ერთხელ თავს დაგვესხნენ, ეს ჩვენი ღირებულებების გამო მოხდა“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა. დაღუპულია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გარდაცვლილ ქალს თავი აქვს მოკვეთილი. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. ნიცის მერმა კრისტიან ესტროსიმ მომხდარი ტერორიზმად შეაფასა. მისი თქმით, თავდამსხმელი დაკავებამდე და დაკავების შემდეგაც გამუდმებით იმეორებდა ფრაზას “ალაჰ აკბარ.“ დღესვე საფრანგეთში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ქალაქ ავინიონში სამართალდამცავებმა მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც გამვლელებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი ხმამაღლა იძახდა : „ალაჰ აკბარ“.

კომენტარები

TOP ემანუელ მაკრონი საფრანგეთი 2020-10-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ემანუელ მაკრონი საფრანგეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“„ნაციონალური მოძრაობაში” მყოფი ადამიანები ერთმანეთს ასწრებენ ინფორმაციის ჩვენთან მოტანას”

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანი დაბადების დღის ფოტოებს სოცქსელში აქვეყნებს

მსგავსი სტატიები

მესამე მსოფლიო ომი და დედოფლის წერილი

19 სექ 2017

შვეიცარიის ბანკში 10 ათასი ევრო უნიტაზში ჩაუშვეს

18 სექ 2017
„ვიმედოვნებთ, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს“

„ვიმედოვნებთ, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს“

11 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge