NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ალეკო ელისაშვილი: ირაკლი კობახიძეს სიმწრის ოფლი ასხამს

ალეკო ელისაშვილი: ირაკლი კობახიძეს სიმწრის ოფლი ასხამს

29 ოქტ 2020 პოლიტიკა 635 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რაც არ უნდა ცუდი სიზმრები ნახოს ირაკლი კობახიძემ და მერე მოგვყიდოს, როგორც აპოკალიფსი, არც ბიულეტენების მოპარვას ვაპირებ და არც კოვიდის წესების დარღვევას, თუ ვინმე აპირებს აღკვეთონ – ხელისუფლებას უნდა ხალხი მაქსიმალურად შეაშინოს, არიქა, არმაგედონი, მეორედ მოსვლა და წარღვნა დაიწყება, 1-ელი ნოემბრის მერე , – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე სწორედ იმაზე ნერვიულობს, რომ რამდენიმე დღეში იმ სიკეთეებს დაკარგავს, რომელიც 8 წლის განმავლობაში მოიპოვა.

„ეს აპოკალიფსი გასაგებია, ირაკლი კობახიძე ნერვიულობს. 2 დღეში შეიძლება დაკარგოს ის სიკეთეები, რაც ხალხის ხარჯზე მოიპოვა. 8 წლის განმავლობაში, რომ ჯიპებით დასეირნობდა და ხალხის ფულით საზღვარგარეთ დასეირნობდა, სრა-სასახლეები აიწყეს, უზარმაზარი აგარაკები. სიმწრის ოფლი ასხამს კობახიძეს და რას ლაპარაკობს, რას მიედ-მოედება, 60-75%-ს ავიღებო, კარგი რა, მადაგასკარზე ხომ არ ვცხოვრობთ, მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და მათგან განსხვავებით, მართლა ხალხს ვხვდები, მათი რეალური განწყობა ვიცი, რომ არის, როგორც ჩახმახი არის ხოლმე თოფზე შეყენებული, ისე არის ჩახმახივით ხალხი, ერთი სული აქვთ, რომ დროზე მოვიდეს 31 ოქტომბერი, რომ შეცვალონ ხელისუფლება. ამას ნერვიულობს ირაკლი კობახიძე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, განცხადებები რევოლუციური სცენარების თაობაზე „სისულელეა“.

მისი თქმით, თუ ასეთი რამ მართლაც იგეგმება, მისი აღკვეთა ხელისუფლების მოვალეობაა.

„სისულელეა, რას ჰქვია იგეგმება, რას აკეთებენ მერე იმისთვის, რომ არ მოხდეს. ხელისუფლება იმის ხელისუფლებაა და კიდევ ორი დღე იქნებიან ხელისუფლებაში, რომ არ მოხდეს და არ დაუშვან ასეთი რამ. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომელ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ეს არის სრული ბოდვა. იგეგმება რას ნიშნავს? – სხვა ქვეყანაში იგეგმება და მათი კომპეტენცია ვერ წვდება? ხელისუფლებას აქვს დანაშაულის პრევენციის ვალდებულება, მაგრამ რომელ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ? ერთმა ავტომატიანმა კაცმა რომ მთელი სახელმწიფო შეარცხვინა, იმაზე ხომ არა? თუ იმ ხელისუფლებაში გამგეობა რომ ააფეთქეს და ბანკომატი გაძარცვეს? ამ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ – ბოთეების ხელისუფლებაზე. რაც არ უნდა ცუდი სიზმრები ნახოს ირაკლი კობახიძემ და მერე ეს მოგვყიდოს, როგორც აპოკალიფსი, მე არც ბიულეტინების მოპარვას ვაპირებ და არც კოვიდის წესების დარღვევას, თუ ვინმე აპირებს აღკვეთონ ეს, მაგრამ ხელისუფლებას უნდა მაქსიმალურად ხალხი შეაშინოს, რომ არიქა, არმაგედონი დაიწყება, მეორედ მოსვლა და წარღვნა 1-ელი ნოემბრის მერე“, – აცხადებს ელისაშვილი.

კომენტარები

TOP ალეკო ელისაშვილი არჩევნები ირაკლი კობახიძე 2020-10-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ალეკო ელისაშვილი არჩევნები ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“გპირდებით, მე შევძლებ ბორდერიზაციის გაჩერებას”

შემდეგი სტატია

თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ აქცია დაიწყო

მსგავსი სტატიები

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში „კანონიერი ქურდების“ უფლებებს დაიცავს, რადგან…

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში „კანონიერი ქურდების“ უფლებებს დაიცავს, რადგან…

ნინო ჩხეიძე 18 ოქტ 2022
მამუკა მდინარაძე: საქართველო მიდის ევროინტეგრაციისკენ. გზაში ისეთი ნაღმები იდება, რომელიც …

მამუკა მდინარაძე: საქართველო მიდის ევროინტეგრაციისკენ. გზაში ისეთი ნაღმები იდება, რომელიც …

ნინო ჩხეიძე 27 ივლ 2023
მმართველი გუნდი საპარლამენტო ოპოზიციას 1-ელ სექტემბრამდე სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას შესთავაზებს

მმართველი გუნდი საპარლამენტო ოპოზიციას 1-ელ სექტემბრამდე სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას შესთავაზებს

ირაკლი შალიკაშვილი 01 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge