NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კობახიძის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების მიზანია, დააშინოს ადამიანები არარსებული, აბსურდული ამბოხის რისკის თაობაზე

კობახიძის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების მიზანია, დააშინოს ადამიანები არარსებული, აბსურდული ამბოხის რისკის თაობაზე

28 ოქტ 2020 პოლიტიკა 669 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ლელოს“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, მიუღებელი და დასაგმობია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თქმით, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს.

ჯაფარიძის შეფასებით, ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა, რომლის მიზანი ამომრჩევლის დაშინება და დაძაბულობის შექმნაა.

„კობახიძის მხრიდან ეს მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა, რომლის მიზანია, ახალი დაძაბულობა შეიტანოს წინასაარჩევნო გარემოში, დააშინოს ამომრჩეველი, ადამიანები სრულიად არარსებული, აბსურდული ამბოხის რისკის თაობაზე.

ჩემი აზრით, ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია, რასაც ბოლო დღეებში „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები ახორციელებენ. ვგულისხმობ მათ განცხადებებს და არასამთავრობო ორგანიზაციების დადანაშაულებას, თითქოს ისინი აფილირებული არიან ოპოზიციასთან და არჩევნებს გააყალბებენ. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოაჩენენ ისე, თითქოს დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული, ეს სრული აბსურდია. დღეს მორიგი ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება ვნახეთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს.

„რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა კომპანიამ – „აიპიემ“-მა დაკვეთილი კვლევის ანკეტაშიც ჩაწერა კითხვა – პროტესტის რა ფორმა იქნება მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ, ხოლო კითხვის პასუხებს შორის მოქალაქეებს შესთავაზეს „გამაოგნებული პასუხი“ – სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

2020-10-28
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ევროპული საქართველოს“ განცხადებაზე – შეუძლიათ „ნაცკლასტერი“ ერთად დადგნენ და ერთმანეთს ედებატონ

შემდეგი სტატია

ლოკდაუნი არ იგეგმება, ხელმოცარულ ოპოზიციას “არგუმენტებად” მანიპულაციები დარჩა

მსგავსი სტატიები

სერგო ჩიხლაძე:  თანხები და ადამიანური რესურსები იხარჯება არა სახელმწიფოს უშიშროებასა და უსაფრთხოებაზე, არამედ ერთი რუსი ოლიგარქის ვნებების დაკმაყოფილებაზე

სერგო ჩიხლაძე: თანხები და ადამიანური რესურსები იხარჯება არა სახელმწიფოს უშიშროებასა და უსაფრთხოებაზე, არამედ ერთი რუსი ოლიგარქის ვნებების დაკმაყოფილებაზე

ნინო ჩხეიძე 09 ოქტ 2022
შალვა პაპუაშვილი უკრაინის მიწვევაზე: ვაშაძემ გვახარა ინფორმაცია და მისი ავი სიხარული ხაზგასასმელია

შალვა პაპუაშვილი უკრაინის მიწვევაზე: ვაშაძემ გვახარა ინფორმაცია და მისი ავი სიხარული ხაზგასასმელია

ნინო ჩხეიძე 20 თებ 2023
ლექსო ლაშქარავას უფლებები კიდევ ერთხელ ირღვევა, როცა შსს პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევა მის წინააღმდეგ, მისი გარდაცვალების შემდეგ

ლექსო ლაშქარავას უფლებები კიდევ ერთხელ ირღვევა, როცა შსს პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევა მის წინააღმდეგ, მისი გარდაცვალების შემდეგ

ირაკლი შალიკაშვილი 13 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge