რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში, თეატრ Et Cetera-ს სამხატვრო ხელმძღვანელის, ალექსანდრე კალიაგინის მიერ თეატრში განხორციელებული სიახლის შესახებ წერს:
“დიდმა მსახიობმა კალიაგინმა თავის თეატრში სპექტაკლის დროს მსახიობებმა რომ არ იგრძნონ თავი ცარიელ დარბაზში, (მოგეხსენებათ ვირუსის პანდემიის დროს მაყურებლის რიცხვი 100 კაცს არ უნდა აღემატებოდეს და ერთმანეთისგან დაშორებით უნდა დაიკავონ ადგილები,) პარტერი მსოფლიოს უდიდესი დრამატურგების და მწერლების ფოტოებით შეავსო.
მსახიობებმა მითხრეს, ჯერ ერთი ისეთი შეგრძნება გაგვიჩნდა რომ გადაჭედილ დარბაზში ვთამაშობთ და მეორე – თითქოს კლასიკოსები გვიყურებენ და ჩვენც ასეთ მაყურებლის წინაშე სულ სხვანაირად ვთამაშობთო!”



კომენტარები