NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სალომე ზურაბიშვილი: სამ დღეში არჩევნებია! მოგმართავთ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე …

სალომე ზურაბიშვილი: სამ დღეში არჩევნებია! მოგმართავთ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე …

28 ოქტ 2020 პოლიტიკა 479 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არჩევნებზე მისვლა ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა. ეს თითოეული მოქალაქის ვალია – თქვენი, ჩემი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვაშია აღნიშნული.

„სამ დღეში არჩევნებია! მოგმართავთ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე: კოვიდის შეკავება და ეკონომიკის გადარჩენა, ქვეყნის სტაბილურობის გამყარება, დემოკრატიული წინსვლის განმტკიცება – ეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი და უალტერნატივო პრიორიტეტებია!

ამ დროს, შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის – ჯარი, სამართალდამცავები და ჯანდაცვის წარმომადგენლები.

ჩემი მოვალეობა ამ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვაა, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღე და მომავალი დგას.

ჯარზე – ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე. მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ; ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს.

როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს!

სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დამამცირებელი შეფასებები ასევე ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას იმ ნაწილში, სადაც ჩვენი ქვეყანა მაღალი საერთაშორისო შეფასებითა და რეპუტაციით სარგებლობს. ჩვენი სტრუქტურები სხვადასხვა სფეროში ეფექტიანად თანამშრომლობენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. არსებული თანამშრომლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესებს არ ემსახურება.

როგორც პრეზიდენტმა, მინდა კატეგორიულად დავგმო ის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც საზოგადოების თვალში ჩვენი სამართლდამცავების პროფესიონალიზმის შელახვას ემსახურება და საბოლოოდ კი ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას. მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო წარმატებული ოპერაციის ჩატარებისთვის, რომელმაც გადაარჩინა ყველა მძევლის სიცოცხლე, და ამ ოპერაციის მეთაურს საჯაროდ ვუთხრა მადლობა!

ჯანდაცვის სფეროზე – მისი ყველაზე ცნობილი და დაფასებული წარმომადგენლების ლანძღვა და დისკრედიტაციის მცდელობა კი ემსახურება მათი ავტორიტეტის შელახვას და საზოგადოებაში ნდობის ფაქტორის შესუსტებას. იმ ნდობის, რომელიც პირველ ეტაპზე ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორი იყო. ჩვენ გვჭირდება, რომ გვქონდეს ნდობა ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა შევძლოთ ამ პროცესის ეფექტიანი მართვა, გავაღრმაოთ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობები – იქნება ეს ვაქცინისა თუ სხვა საჭირო მედიკამენტების მიღება.

როგორც პრეზიდენტმა არ შემიძლია, არ დავაფასო ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გაწეული, მათი უდიდესი დამსახურება. მინდა გამოვხატო ჩემი და საზოგადოების მადლიერება ეპიდემიოლოგების, ექიმების, ექთნებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე, უხილავი მტრის წინააღმდეგ, დაუღალავად იბრძოდა და იბრძვის. ასევე მინდა ვისარგებლო და პატივი მივაგო იმ ადამიანებს, რომლებმაც სხვების გადარჩენას შესწირეს თავი.

ეს შეტევები ემსახურება ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის შექმნას, შიშის და პანიკის გავრცელებას და დაძაბულობის გაღვივებას წინასაარჩევნო პერიოდში.

ჩვენი ერთობლივი მოვალეობაა, კარგად გავიაზროთ, თუ რა გამოწვევებთან გვაქვს საქმე:

საქართველო ამ რეგიონში ყველაზე სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყნად რჩება. ეს სტატუსი უნდა შევინარჩუნოთ და გავამყაროთ. რეგიონში არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, ჩვენი სტაბილურობა ჩვენთვის, მთლიანად რეგიონისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე გამჭვირვალედ, მშვიდად და სამართლიანად ჩატარებული არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება;

მიუხედავად კოვიდის გამოწვევისა, მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ, რეკომენდირებული უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ვაჩვენოთ ყველას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების კიდევ ერთი მაგალითი.

ამდენად, ჩვენი მისვლა არჩევნებზე ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა. ეს თითოეული მოქალაქის ვალია – თქვენი, ჩემი.

და ბოლოს, მინდა მივულოცო, მათ ვინც პირველად მიდის არჩევნებზე, პირველად მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფოს განვითარებაში და საკუთარი ქვეყნის მომავალს ამით განსაზღვრავს.

წადით არჩევნებზე, წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე!“,-აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

TOP არჩევნები სალომე ზურაბიშვილი 2020-10-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩევნები სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით ჭიჭინაძე: ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ოპოზიციას დააბრალოს რადიკალიზმი

შემდეგი სტატია

“8 წელია ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადატრიალებას აწყობს, ერთი ჟანგიანი თოფი ხომ უნდა ეპოვათ სადმე?”

მსგავსი სტატიები

საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, რა ესიზმრება ივანიშვილს, სიზმარი კი დამოკიდებულია, ტკბილ ბულგარულ წიწაკას შეჭამს თუ მწარე ქართულ წიწაკას

საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, რა ესიზმრება ივანიშვილს, სიზმარი კი დამოკიდებულია, ტკბილ ბულგარულ წიწაკას შეჭამს თუ მწარე ქართულ წიწაკას

ირაკლი შალიკაშვილი 28 თებ 2020
„ნაცმოძრაობის” და ფანჩატურული ერთობის უდიდესი ნაწილის ინტერესშია, ყველა მიმართულებით დამძიმდეს მდგომარეობა, რომ დაანთონ ცეცხლი და შემდეგ ნაცარში გაკოტრიალდნენ

„ნაცმოძრაობის” და ფანჩატურული ერთობის უდიდესი ნაწილის ინტერესშია, ყველა მიმართულებით დამძიმდეს მდგომარეობა, რომ დაანთონ ცეცხლი და შემდეგ ნაცარში გაკოტრიალდნენ

ირაკლი შალიკაშვილი 05 აპრ 2021
ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტია არის ძლიერი,  ვითარდება და დღეს არის წინაპირობა იმისა, რომ  ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტია არის ძლიერი, ვითარდება და დღეს არის წინაპირობა იმისა, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

23 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge