NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“31 ოქტომბერს ათასობით ამომრჩეველმა შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს”

“31 ოქტომბერს ათასობით ამომრჩეველმა შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს”

27 ოქტ 2020 საზოგადოება 461 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მისასალმებელია, რომ ცესკომ, სპეციალური გადასატანი ყუთის სიაში იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის ვადა გაახანგრძლივა, რომლებიც COVID-19-ის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ბინაზე გადიან მკურნალობას, თუმცა ამომრჩევლები რიგ ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან, რაც პროცესის ხარვეზიანობაზე მიუთითებს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულის გამო შესაძლოა 31 ოქტომბერს ათასობით ამომრჩეველმა ვერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ ცესკოს შესაბამისი დადგენილება მისი მიღების დღიდან რამდენიმე პრობლების გამო გააკრიტიკა (bit.ly/3kxGCZl).

პირველ რიგში, სწორედ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის რეგისტრაციის ვადის სიმცირის გამო, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, რომ მოცემული ვადა , 24-26 ოქტომბერი, დასარეგისტრირებლად საკმარისი არ იქნებოდა ამომრჩევლებისათვის.

ამასთანავე, პრაქტიკაში ფიქსირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა: ცესკოს ცხელი ხაზი გადატვირთულია; თვითიზოლაციაში მყოფ მოქალქეებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სიაში აღრიცხვის გარეშე მათი რეგისტრაცია არ ხდება. ამ მიზნით მათ ცესკოდან ჯანდაცვის ცხელ ხაზზე ამისამართებენ, რომელიც ასევე გადატვირთულია; ცესკოს მიერ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ოპერატორებმა რამდენიმე მოქალაქეს განუცხადეს, რომ სამინისტრომ უკვე დაასრულა თვითიზოლაციაში მყოფი პირების საარჩევნო მიზნით აღრიცხვა და სია 26 ოქტომბერს გადასცა ცესკოს. ამ პერიოდის მანძილზე ორგანიზაციას სხვადასხვა ადამიანები გვატყობინებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ჯანდაცვის სამინისტროს არ ჰყავს თვითიზოლაციაში მყოფ პირად აღიცხული. შესაძლებელია ითქვას, რომ სამინისტროს არ ჰყავს სრული სიზუსტით თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები აღრიცხული. ეს მოცემულობა პრობლემას უქმნის ადამიანებს რეგისტრაციის მომენტში, რის გამოც ათასობით ამომრჩეველი შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობის გარეშე დარჩეს 31 ოქტომბერს.

მიგვაჩნია, რომ სიების ავტომატური ფორმირება, ისე რომ სავალდებულო არ ყოფილიყო თავად ამომრჩევლებისთვის ცესკოსთვის დარეკვა, საორგანიზაციო პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებდა. ასევე, კვლავაც ვფიქრობთ, რომ საკარანტინე ზონებში და სამკურნალო დაწესებულებებში მნიშვნელოვანი იქნებოდა სპეციალური უბნების შექმნა. იმედს გამოვთქვამთ, რომ არჩევნების დღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ წარმოიშობა და ის ყველა რეგისტრირებულ პირთან მივა. ასევე ვწუხვართ, რომ მსგავსი ლოჯისტიკური პრობლემების გამო, შესაძებელია რამდენიმე ათასმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლოს.

აქვე გაცნობებთ, რომ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ბინაზე მკურნალობას გადიან რეგისტრაციისათვის შეუძლიათ მიმართონ ცესკოს დღეს, 27 ოქტომბერს 14:00 საათამდე. ნომერზე: +995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მაქსიმალურად ისარგებლონ ამ შესაძლებლობით”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

ამომრჩეველი საერთაშორისო გამჭვირვალობა ცესკო 2020-10-27
ნინო ჩხეიძე
Tags ამომრჩეველი საერთაშორისო გამჭვირვალობა ცესკო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბურჯანაძე: მაშინ, როდესაც ყველამ იცის, თუ როგორ დააგროვა ბიძინა ივანიშვილმა მისი ქონება, ირაკლი კობახიძე „გლავკანალსა“ და „პერვი კანალზე“ არ უნდა საუბრობდეს

შემდეგი სტატია

სერგო რატიანი: ხელისუფლებას მოკავშირედ გვერდით უდგას კრიმინალი

მსგავსი სტატიები

შსს-ს საწვრთნელ ბაზაზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

შსს-ს საწვრთნელ ბაზაზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

29 აპრ 2018
დეკანოზი თამაზ ლომიძე: საქართველოს მომავალი არ გვაპატიებს ამ ცოდვას!

დეკანოზი თამაზ ლომიძე: საქართველოს მომავალი არ გვაპატიებს ამ ცოდვას!

ნინო ჩხეიძე 14 ნოე 2021
მანჩო გიორგობიანი: აღშფოთებული ვარ, ძალიან დიდი ხანია ასეთი გამწარებული არ ვყოფილვარ!!!

მანჩო გიორგობიანი: აღშფოთებული ვარ, ძალიან დიდი ხანია ასეთი გამწარებული არ ვყოფილვარ!!!

ნინო ჩხეიძე 10 მაი 2022

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge