NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ილჰამ ალიევი: ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს

ილჰამ ალიევი: ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს

23 ოქტ 2020 საინტერესო 120 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დიახ, რა თქმა უნდა, მშვიდობა რეგიონშისიტუაციას მთლიანად შეცვლის. მე იმედიმაქვს, რომ კავკასიის სამ ქვეყანას შორისთანამშრომლობის პერიოდს ვიხილავ, – ამისშესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei-სთანინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა აზერბაიჯანსა დასაქართველოს შორის თანამშრომლობის დონეძალიან მაღალია.

“ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ დაშესანიშნავი კავშირები გვაქვს საქართველოსამჟამინდელ მთავრობასთან“, – აღნიშნააზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევის თქმით, საქართველო დააზერბაიჯანი ერთმანეთს მხარს უჭერენ დაკარგი მეგობრები და მეზობლები არიან.

”ნახეთ, რამდენი პროექტი განვახორციელეთერთობლივად, ნავთობის ტრანსპორტირება, გაზის ტრანსპორტირება, ელექტროენერგიისტრანსპორტირება, სარკინიგზო კომუნიკაცია, ბაქო–თბილისი–ყარსი, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი, ბაქო–თბილისი–ერზერუმი, TANAP დამრავალი სხვა პროექტი. აზერბაიჯანი, ჩემიაზრით , არის სიდიდით პირველი ან მეორეინვესტორი საქართველოში თურქეთთანერთად, გადასახადის პირველი ან მეორეუმსხვილესი გადამხდელი”, – დასძინაალიევმა.

ილჰამ ალიევის თქმით, 90-იანი წლების შუაპერიოდში, როდესაც გაზსადენის მშენებლობისსაკითხი განიხილებოდა, დასავლეთის მხრიდანიყო შემოთავაზება, რომ მას სომხეთისტერიტორიაზე უნდა გაევლო.

“თუმცა სომხეთმა უნდა გაათავისუფლოსტერიტორიები და ამ შემთხვევაშიმილსადენი შეიძლება გავიდესაზერბაიჯანიდან სომხეთში, შემდეგნახიჩევანში და იქიდან თურქეთში. ეს იყოუმოკლესი გზა. თუ რუკას შეხედავთ, ნახავთმილსადენის მარშრუტს. ის ისე შედგა, რომსომხეთს გვერდს უვლიდა. თუმცა სომხებიფიქრობდნენ, რომ ჩვენ ამ მილსადენისაშენებას ვერ შევძლებთ, ამიტომ უარითუპასუხეს. ვფიქრობ, რომ ახლა ისინი ამასნანობენ. ოკუპაციის გამო ისინი ჩიხშიგაიჭედნენ. ფიქრობდნენ, რომ ჩვენმილსადენებსა და რკინიგზას ვერ ავაშენებთ. ისინი ყარსი–გიუმრის რკინიგზისექსპლუატაციას ყოველთვის მხარსუჭერდნენ. ეს რკინიგზა არსებობდა, მაგრამჩვენმა მოძმე თურქეთმა ის სომხურიოკუპაციის გამო დახურა. ამრიგად, სინამდვილეში, სომხეთს აქვს ზღვაზეგასასვლელი, მაგრამ აზერბაიჯანისწინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისადა თურქეთის წინააღმდეგ ტერიტორიულიპრეტენზიების გამო, სომხეთ–თურქეთისსაზღვარი დაკეტილია. შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ მათ კონსტიტუციაში გაწერილიატერიტორიული პრეტენზიები თურქეთისწინააღმდე. ისეთი მძლავრი ქვეყნისწინააღმდეგ, როგორიც დღევანდელითურქეთია, ტერიტორიული პრეტენზიები რომგქონდეს, შეშლილი უნდა იყო. მაგრამ მათიიდეოლოგიის არსი სწორედ ესაა“, – განაცხადაალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების დროს, სომხეთის წინახელისუფლებას შეატყობინეს, რომ ოკუპაციისდასრულების შემთხვევაში, აზერბაიჯანს მთიანყარაბაღში სხვადასხვა სოციალური დაეკონომიკური პროექტების განხორციელებაშეუძლია. ეს შეტყობინებები სომხეთის წინაპრეზიდენტებს მინსკის ჯგუფისთანათავმჯდომარეების მეშვეობითეგზავნებოდა. სომხურმა მხარემ ისინი უარყო.

“დღეს მთიან ყარაბაღში ხალხი სიღარიბეშიცხოვრობს. თქვენ იცით, რომ იქ სრულიუმუშევრობაა, სუფევს სიღარიბე დადანგრეულია ინფრასტრუქტურა. ჩვენ მზადვიყავით ინვესტიციისთვის. მაგრამ ჩვენვუთხარით, რომ ტერიტორიებიგაეთავისუფლებინათ და დავეხმარებოდით. დღეს, როდესაც ჩვენ თვითონვათავისუფლებთ ტერიტორიებს, რა თქმაუნდა, დავეხმარებით მთიან ყარაბაღშიმცხოვრებ სომხებს და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელებს, რომლებიც ამტერიტორიის აღსადგენად დაბრუნდებიან. თუსომხეთი გადადგამს კონსტრუქციულნაბიჯებს და გაათავისუფლებს ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კომუნიკაციასგავხსნით. მე ასევე გავიგე თურქეთისმთავრობის პოზიციის შესახებ, რომ ისინიკომუნიკაციებს გახსნიან, თუ სომხეთი თავისტერიტორიებს გაათავისუფლებს. მაშინსიტუაცია სამხრეთ კავკასიაში მთლიანადშეიცვლება“, – განაცხადა აზერბაიჯანისპრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთ–თურქეთისსაზღვარი ოკუპაციის გამოა დაკეტილი დაროდესაც ოკუპაცია დასრულდება, საზღვარიგაიხსნება.

”ეს თურქეთის მთავრობის ოფიციალურიპოლიტიკაა და სომხებმა ამის შესახებ იციან. თურქეთთან და აზერბაიჯანთანურთიერთობების ნორმალიზების გარეშესომხეთს მომავალი არ აქვს, რადგან ესპატარა ბაზარია და ახლა კიდევ უფრომცირდება. მოსახლეობა მცირდება, მიგრაციაძალიან მაღალია. ჩვენს ხელთ არსებულიინფორმაციის თანახმად, სომხეთში რეალურიმოსახლეობა 2 მილიონზე ნაკლებია და ისკიდევ უფრო შემცირდება, რადგან სამუშაოაღარ არის, განსაკუთრებით ახლა, როდესაცმათ თავიანთი მოსავლიანი ოკუპირებულიმიწები დაკარგეს. თუ გადახედავთ ზემოდანგადაღებულ სურათებს, ნახავთ, როგორიყენებენ ისინი ჩვენს მიწებს არალეგალურიპროდუქციისთვის. ისინი იყენებენ არამხოლოდ ჩვენს მიწას, არამედ კელბაჯარისოქროს მაღაროებსაც. თუ ისინი არშეაჩერებენ თავიანთ მოქმედებას, იქ არისუცხოური კომპანიები, რომელთაწინააღმდეგაც ჩვენ სასამართლოშივიჩივლებთ. სხვათა შორის, ნებისმიერშემთხვევაში, ისინი მალე შეწყვეტენთავიანთ საქმიანობას. ამრიგად, იმის გამო, რომ მათ ჩამოერთმევათ სოფლისმეურნეობის ასეთი მნიშვნელოვანისეგმენტი, ისინი უფრო მეტ პრობლემასწააწყდებიან და დაზარალდებიან, ჩვენ კიგანვვითარდებით. ჩვენი მოსახლეობაიზრდება. თურქეთის მოსახლეობა 83 მილიონია, აზერბაიჯანის – 10 მილიონი. ხოლო სომხეთის მოსახლეობა ორ მილიონზენაკლებია. მათ უნდა იფიქრონ იმაზე, თუროგორ იცხოვრებენ ისინი აქ 10, 20, 50 წელიწადში, თუ ისინი გააგრძელებენელემენტარული ლოგიკის უარყოფას და არდაასრულებენ ოკუპაციას“,- აღნიშნა ილჰამალიევმა.

კომენტარები

TOP 2020-10-23
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიგი უგულავა: გია ვოლსკი არის პოლიტიკური ლეში

შემდეგი სტატია

ჟურნალისტებზე ან ოპოზიციაზე მეტად სამართალდამცავი სტრუქტურები და მთავრობაა დაინტერესებული, რომ თავდამსხმელის დაკავება და მყისიერი რეაგირება მოხდეს

მსგავსი სტატიები

ჩემისმARTფოტო: მესამე საკონკურსო ტური

11 დეკ 2017

Do a Twilight Guide Evaluation Before Sending Your Daughter into School

31 მარ 2020
ახალ ფილმში მარველის 76 პერსონაჟს ვიხილავთ

ახალ ფილმში მარველის 76 პერსონაჟს ვიხილავთ

17 იან 2018

უახლესი ამბები

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

  • კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

  • ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

    ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

  • კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

    კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

    ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

  • ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

    ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

  • „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

    „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

  • ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

    ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

    ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge