NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»თინა ხიდაშელი – ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა მთელ სახელმწიფო სისტემას აჯობა

თინა ხიდაშელი – ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა მთელ სახელმწიფო სისტემას აჯობა

23 ოქტ 2020 საზოგადოება 700 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახლა ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როცა ვახტანგ გომელაურის მხრებზე არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა – ან სახელმწიფო დამარცხდება ამ ერთი კალაშნიკოვიანი კაცის წინაშე და დაადასტურებს საკუთარ უსუსურობას, ან მოახერხებს და ამ მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვა,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სპეცოპერაციის საბოლოო შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, სპეცოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება.

„უამრავი პრეტენზია მაქვს გუშინდელი ოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დაწყებული ნულოვანი კომუნიკაციის მდგომარეობიდან, დამთავრებული იმით, რომ მართლა ამ ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა აჯობა მთელ სახელმწიფო სისტემას, როგორ დაეკარგათ, ეს უბრალოდ, მართლა წარმოუდგენელია, ყველაზე ცუდი და მდაბიო რეჟისურის ფილმებშიც კი ვერ წარმომიდგენია ასეთი რამ მოხდეს, ამაზე მოუწევს აუცილებლად პასუხის გაცემა საქართველოს ხელისუფლებას. მათ მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ აქვთ რამოდენიმედღიანი შანსი დარჩენილი იმისათვის, რომ დაამტკიცონ, რომ უნარი აქვთ გაუმკლავდნენ კრიზისულ მდგომარეობას. თქვენ ახლა წარმოიდგინეთ რამოდენიმე ტერორისტი რომ შევარდნილიყო იქ და მართლა ტერაქტი განხორციელებულიყო. აი, ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, თუ რას იზამს ახლა საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყანაში არ გაჩნდეს უსუსურობის განცდა. დაუჯერებელია, რომ ადამიანი, რომელიც ასე ხელის გულზე ჰყავდათ, ასე უბრალოდ დაეკარგათ საქართველოში, ეს არის სუპერნულოვანი პროფესიონალიზმის შედეგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მივცეთ მათ 24 ან 48 საათი იმისათვის, რომ გვაჩვენონ, რა შეუძლიათ.

მე ჯერჯერობით არანაირ დასკვნას არ გავაკეთებ, მე შს მინისტრს მივყვები ამაში, როცა ის ამბობს, რომ ჯერ სპეცოპერაცია არ დასრულებულა, მაგრამ სპეცოპერაციის პირველი ფაზა იყო აბსოლუტურად წარუმატებელი, ის პირველ ფაზაშივე უნდა დასრულებულიყო, გაგრძელება ვნახოთ, იმედი დავიტოვოთ, რომ დამნაშავეს ადეკვატური პასუხი გაეცემა,“- განაცხადა ხიდაშელმა.

ის ასევე გამოეხმაურა მმართველ გუნდში გაკეთებულ კომენტარებს. როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, “წარმოუდგენელი ბოროტებისა და სისულელის ნაკრები ერთდროულად, რასაც კობახიძე ამბობს”, ხოლო ვოლსკისგან კონსპირაციებზე საუბარი სასაცილოდ ჟღერს.

„ამ ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ნაწილი იყო მაშინ, მე იმ ადამიანებს ვეკუთვნოდი ვინც ხურჩაში დადგმული ტერაქტის გამო აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს, ამიტომ დღეს მისგან კონსპირაციებზე საუბარი ცოტა სასაცილოდ ჟღერს, როცა ზუსტად იმ დროს იყო იმ ხელისუფლებაში, რომელიც მოდელირებულ ტერაქტებს გვიდგამდა ქვეყანაში“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ამ მხრივ გამონაკლისი იყო ვახტანგ გომელაური და „ეს რომ არ დავინახოთ და არ დავუფასოთ არასწორი იქნება.“

„ვეთანხმებით – არ ვეთანხმებით იმას, რაც სპეცოპერაციაზე ისაუბრა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ტონი, დამოკიდებულება, განწყობა სრულიად განსხვავებული იყო ყველა დანარჩენისგან“, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

TOP თინა ხიდაშელი ტერაქტი 2020-10-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თინა ხიდაშელი ტერაქტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით შემცირდება

შემდეგი სტატია

გიგი უგულავა: გია ვოლსკი არის პოლიტიკური ლეში

მსგავსი სტატიები

რუსეთის პატრიარქის პასუხი ილია მეორეს

რუსეთის პატრიარქის პასუხი ილია მეორეს

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018

„ერთი ბიჭი აქვე დავარდა, მეორე გაიქცა, ალბათ ვერ იგრძნო, რომ დაჭრილი იყო“

01 დეკ 2017
ნინო წილოსანი: ამას ჩასაფრება არ ქვია

ნინო წილოსანი: ამას ჩასაფრება არ ქვია

ნინო ჩხეიძე 14 მარ 2022

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge