NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»სერგეი შამბა: რეგიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

სერგეი შამბა: რეგიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

22 ოქტ 2020 სამართალი 236 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, თუ დამნაშავემ, რომელმაც ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა განახორციელა, „საზღვარი“ გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას SOVA ავრცელებს.

კითხვაზე, დაკავების შემთხვევაში გადასცემს თუ არა დამნაშავეს აფხაზური მხარე თბილისს, შამბამ უპასუხა: “რა თქმა უნდა”.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

კომენტარები

TOP სერგეი შამბა 2020-10-22
ნინო ჩხეიძე
Tags TOP სერგეი შამბა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეს ნორმალურია, რომ ამდენი საათი გავიდა და საზოგადოებას არც ერთი ოფიციალური უწყება ბანკზე თავდამსხმელი ვინ იყო არ ეუბნება?

შემდეგი სტატია

ქობულეთში ინკასატორი გაძარცვეს

მსგავსი სტატიები

პროკურორი იმედოვებს, რომ „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს სააპელაციო სასამართლო წინასწარ პატიმრობაში დატოვებს

პროკურორი იმედოვებს, რომ „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს სააპელაციო სასამართლო წინასწარ პატიმრობაში დატოვებს

17 იან 2018

„ლევან ყიფიანი ტელევიზიების მეშვეობით გააჟღერებს საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას“

სოსო ელისაშვილი 03 ოქტ 2018
თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

10 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ვიზიტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების მეტად დასტაბილურებას

    ვიზიტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების მეტად დასტაბილურებას

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge