NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ეკატერინე ტიკარაძე: უწყების ცხელი ხაზის – 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან

ეკატერინე ტიკარაძე: უწყების ცხელი ხაზის – 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან

19 ოქტ 2020 საზოგადოება 455 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყების ცხელი ხაზის – 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან, რომლებიც ზარებზე არსებულ 40%-იან ჩამორჩენას გაუმკლავდებიან.

როგორც ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გარდა უწყების ცხელი ხაზის ადამიანური რესურსის დამატებისა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ცხელი ხაზიც გაძლიერდება.

“ამ კვირაში ეპიდემიოლოგიური სამსახურის კუთხით ცხელი ხაზის გაძლიერებას ვგეგმავთ და აქაც ვეცდებით, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იყოს შეფერხება, გვქონდეს დროული ზარები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული ცხელი ხაზის – 15 05-ის სამსახურში საშტატო შერჩევა მიმდინარეობს. დღეს გვაქვს ზარების 40%-იანი ჩამორჩენა, რასაც მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ის საკადრო რესურსი გაუმკლავდება, რომელთა მობილიზებაც მოხდა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მან ასევე ისაუბრა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა კოვიდ სასტუმროებში, სტაციონარსა და კარანტინში მოთავსებასთან დაკავშირებითაც.

„ჩვენი 226 მოქალაქე გადაიყვანეს ბინიდან კლინიკაში. კონტაქტებში დაფიქსირებული 19 ადამიანი გადაიყვანეს კარანტინიდან კლინიკაში. ასევე, ბინიდან კარანტინში გადაიყვანეს ექიმებმა 78 პაციენტი. 318 ცხელებიანი პაციენტი დაფიქსირდა გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდკლინიკაში კი 25 გადავიყვანეთ. ამ ჩამოთვლილი პაციენტების ჯამი დაახლოებით 1000-მდეა. სხვა შემთხვევებშიც ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ პაციენტებს ჰქონდეთ მინიმალური დაყოვნება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

TOP ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსი 2020-10-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

შემდეგი სტატია

ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა

მსგავსი სტატიები

ნუგზარ სულაშვილი: ემიგრანტი მე კი არ ვარ, თქვენ ხართ. საკუთარ ქვეყანაში, ქვეყანა დაკარგულებო

ნუგზარ სულაშვილი: ემიგრანტი მე კი არ ვარ, თქვენ ხართ. საკუთარ ქვეყანაში, ქვეყანა დაკარგულებო

ნინო ჩხეიძე 06 იან 2022

პლასტიკის პარკების აკრძალვის თემაზე ლევან დავითაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

სოსო ელისაშვილი 05 ოქტ 2018
პაატა იმნაძე: მე ვანგა არ ვარ, მაგრამ…

პაატა იმნაძე: მე ვანგა არ ვარ, მაგრამ…

ნინო ჩხეიძე 21 სექ 2020

უახლესი ამბები

  • ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

    ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

  • ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

    ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge