NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ვირუსის ცირკულირების ეს დონე ეფექტს გაცილებით გვიან მოგვცემს

ვირუსის ცირკულირების ეს დონე ეფექტს გაცილებით გვიან მოგვცემს

15 ოქტ 2020 პოლიტიკა 119 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღევანდელი 919 შემთხვევა იქნება დეკემბერში გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ვირუსის ცირკულირების ეს დონე მოგვცემს ეფექტს გაცილებით გვიან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო ახლა შეზღუდვების დაწესება და ჩაკეტვა ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ოჯახებს შიმშილისთვის გაწირავს.

„სამწუხაროდ, მთავრობას ჩვენთვის არ გაუმხელია მოდელირების ის სქემები, თუ რას უნდა ველოდოთ ინფიცირების ასეთი დონის შემთხვევაში. ჩვენ არ ვიცით ინფიცირების მაჩვენებელიც, რომელსაც მთავრობა საჯაროდ უნდა აცხადებდეს. ამასთან, უნდა გვეუბნებოდეს, რა ეტაპზე ვართ, განგაშის რა სიგნალებია ჩართული, რომელი არის ის თამასა, რომლის გადაცდენის შემთხვევაშიც განგაშის სიგნალი უნდა ჩაირთოს. სამწუხაროდ, დამოკიდებული ვართ მთავრობის ბრიფინგებზე და ხელმისაწვდომი არ არის კვალიფიციური ინფორმაცია, რომ შეგვეძლოს მსჯელობა იმაზე, რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს. შეზღუდვებზეც მთავრობამ რესურსი გამოაცალა საზოგადოებას. დღეს, პრაქტიკულად ჩაკეტვა ნიშნავს შიმშილისთვის ოჯახების გაწირვას. დღეს მთავრობამ აღიარა ის, რასაც ვამბობდი მარტში. ეს არის მარათონი ამ ვირუსთან. თანაცხოვრება იმას კი არ ნიშნავს, რო მოვეშვათ, ეს ნიშნავს, რომ მარტიდანვე უნდა დაგვეცვა გარკვეული შეზღუდვები – პირბადე, ხელის დაბანა, დისტანცია, ოღონდ ეს იქნებოდა იმდენად მსუბუქი შეზღუდვები, რომ საზოგადოება ამას გაითავისებდა, გადავიდოდა ჩვევებში და ჩვენ დავიჭერდით გარკვეულ თამასას ინფიცირების რაოდენობაში. მთავრობამ რომ ჩაგვკეტა, არა მარტო ეკონომიკური რესურსი გამოგვაცალა, საზოგადოება ფსიქოლოგიურად გამოფიტა, გაგონებაც არ უნდა ახლა ხალხს ნებისმიერი რეგულაციის“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის ვალდებულებაა გამოვიდეს და საზოგადოებას რეალური მდგომარეობის შესახებ უთხრას, ამასთან, თუ არის არჩევნების გადადების საჭიროება, ესეც გამოაცხადოს.

„არ მინდა თქმა, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი 919 შემთხვევა იქნება დეკემბერში გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ვირუსის ცირკულირების ეს დონე მოგვცემს ეფექტს გაცილებით გვიან. „ქართულმა ოცნებამ“ ხაფანგში შეგვიყვანა და აქედან როგორ გამოვიდეთ? არჩევნები გვაქვს ორ კვირაში და ვერც საზოგადოება და ვერც ჩვენ სამწუხაროდ, სახლებში ვერ დავჯდებით. თუ მთავრობა თვლის არჩევნების გადადებას, ეს თავად უნდა თქვას. მოხერხება უნდოდა ამას, რომ კორონავირუსის პიკი საარჩევნო კამპანიის პიკს დაამთხვიეს. მთავრობა უნდა გამოვიდეს, გვითხრას ეპიდსიტუაცია. შედეგი სიკვდილიანობის თვალსაზრისით დგება გაცილებით გვიან. 919 არ არის რეალური მდგომარეობის ამსახველი ციფრი, გაცილებით მეტია. ტესტი ტარდება ნაკლები, უსიმპტომოებს საერთოდ აღარ უტარებენ, სინამდვილეში ვირუსი გაცილებით ფართოდ ცირკულირებს. ასე ცირკულირებადი ვირუსი თანდათან პოულობს მეტ და მეტ რისკის ჯგუფს და ეს არის სავალალო. პასუხისმგებლობა ახლა მთავრობაზეა“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები

2020-10-15
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სოციალურ ქსელებში პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის უფლების მქონე პირებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკი მოსწავლეებს ახალ სასწავლო სივრცეებს სთავაზობს

მსგავსი სტატიები

დავით ნარმანია: პეკინის რეაბილიტაცია წლის ყველაზე ამბიციური პროექტია

21 სექ 2017
ივანიშვილი ცდილობს რუსეთისკენ წაათრიოს ეს ქვეყანა, ინგლისურად მოლაპარაკე გუნდში აღარავინ დარჩა

ივანიშვილი ცდილობს რუსეთისკენ წაათრიოს ეს ქვეყანა, ინგლისურად მოლაპარაკე გუნდში აღარავინ დარჩა

ირაკლი შალიკაშვილი 15 ნოე 2019
თბილისის მერმა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურა წარადგინა

თბილისის მერმა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურა წარადგინა

15 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

  • კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

  • ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

    ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

  • კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

    კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

    ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

  • ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

    ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

  • „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

    „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

  • ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

    ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

    ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge