NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ანრი ოხანაშვილი: მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა

ანრი ოხანაშვილი: მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა

15 ოქტ 2020 საინტერესო 701 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდება,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ “კარტოგრაფების საქმით” ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილი საფრთხობელად წარმოაჩინოს.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გამოიკვეთოს მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა, დეპუტატი ამბობს, რომ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ შეიძლება, თუმცა, დასძენს, რომ თემის პოლიტიზირებით ეჭვს აჩენენ, რომ „რაღაც პოლიტიკურად ძალიან დიდი აქვთ დაშავებული და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ეფარებიან“.

„ ეს არის საკითხი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, შესაბამისად, არ შეიძლება ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ვცადოთ, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, ის რას გამოკვეთს, რამდენ პირს და ვისთან მივა საბოლოო გამოძიება, ამ ყველაფერს ჰყავდა ორგანიზატორი, დამგეგმავი და ა.შ. – ეს არის გამოძიების საგანი და უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რაც არ უნდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმალი იშიშვლოს და გადაეფაროს გარკვეულ პირებს, ყოველ შემთხვევაში, სცადოს გადაფარება. ესეც არა იმ ინტერესით, რომ მათზე ზრუნავენ, ეს ადამიანები რეალურად ვინმეზე კი არ ზრუნავენ, ამით საფუძვლიან ეჭვებს აჩენენენ ხალხში. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ თემის ასეთი პოლიტიზირებით და მთელი რიგი საკითხების გარისკვით, ეს ხალხი რაღაც დიდს მალავს და რაღაც დიდი პოლიტიკური მავნებლობა აქვს ჩადენილი. თუმცა, მოვლენებს ვერ გავუსწრებ, რადგან უნდა დაველოდოთ გამოძიებას და მათ უნდა გვითხრან, კონკრეტულად კონკრეტულ პირებთან მიმართებაში რა დასტურდება და სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„ რაც არ უნდა სცადონ, ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ ურთიერთობას, პარტნიორობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებენ,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება „კარტოგრაფების საქმეს“ წინასაარჩევნოდ იყენებს.“ ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ მიხეილ სააკაშვილს ბრალს წაუყენებენ. „კარტოგრაფების საქმის“ მთავარი ამოცანა იყო, ივანიშვილს მორიგჯერ გამოეგორებინა სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

TOP ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯი მიხეილ სააკაშვილი 2020-10-15
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკოლოზ ვაშაკიძე: ივერი მელაშვილი საქართველოს ინტერესებს ყოველთვის ისე მტკიცედ იცავდა, რომ …

შემდეგი სტატია

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სამეფო ოჯახის წევრმა Zara-ს 15-დოლარიანი კაბა მოირგო

მსგავსი სტატიები

სტივ მაკკარი  „ავღანელი გოგონას“ ავტორი

სტივ მაკკარი „ავღანელი გოგონას“ ავტორი

28 სექ 2017

How to Compose My Research Paper

ნაგულისხმევად საიტისათვის 09 ივნ 2021

Essay Format

ნაგულისხმევად საიტისათვის 21 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge