NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები „ერთმანეთს ჭამენ”

“ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები „ერთმანეთს ჭამენ”

12 ოქტ 2020 პოლიტიკა 161 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები „ერთმანეთს ჭამენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას ვიდეო მიმართვას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ერთობას აზიანებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მანდატების გადანაწილებისთვის ჩხუბობს.

” “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით არა, მაგრამ ერთმანეთს ჭამენ. გაიყვნენ, მაგრამ საერთო წარსული აქვთ და მომავალი, უბრალოდ, შიგნით ვერ იყოფენ დეპუტატობის მანდატებს, თუ ვის უფრო მეტი ექნება. ერთმანეთში ჩხუბობენ მანდატების გაყოფაზე – “ევროპულ საქართველოს” 6-8 მანდატი ექნება თუ “ნაციონალურ მოძრაობას” 10 და 15 მანდატი. ამის იქით, რეალური შედეგობრივი ინტერესი არ აქვთ და საუბრობენ ქვეყნის განვითარებაზე. ყველას კარგად ახსოვს მათი მოქმედებები და დაპირებების რაციონალური ხასიათი “, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში ემიგრანტებს დააბრუნებს და პოლიციის რეფორმას აპირებს.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, “როგორ იქნება მისი წინასაარჩევნო განცხადება ადეკვატური, თვითონ აღარ არის, როგორც პოლიტიკოსი, მგონი, ათეული წელია”.

“ყველა მისი მომხრე ხედავს, რომ მისი ადეკვატურობის ხარისხი ძალიან დაბლა მიდის. მისი მეთოდებიც იმდენად არარეალისტურია, მისი მომხრეებიც, როგორც მცირდებიან ბოლო დროს, ვხედავთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც ამოიღო მიზანში.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის ოპოზიციურ ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა.

კომენტარები

2020-10-12
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ

შემდეგი სტატია

იტალიაში ჩვენს თანამემამულეს, ნუნუ გელაძეს მთარგმენლის პრემია და ალესის კოლექციის ვერცხლის თასი გადაეცა

მსგავსი სტატიები

მათ შორის არიან ადამიანები ვინც კომპარტიის რეჟიმს ემსახურებოდნენ – ბოკერიასა და ვოლსკის შორის ურთიერთბრალდებები სესიის შემდეგაც გაგრძელდა

მათ შორის არიან ადამიანები ვინც კომპარტიის რეჟიმს ემსახურებოდნენ – ბოკერიასა და ვოლსკის შორის ურთიერთბრალდებები სესიის შემდეგაც გაგრძელდა

ირაკლი შალიკაშვილი 11 ივნ 2019
თამარ ჩუგოშვილი მამუკა ხაზარაძეზე – გასაგებია, რომ ოპოზიცია შეეცდება ამ ყველაფერში პოლიტიკური შეფერილობა ეძებოს

თამარ ჩუგოშვილი მამუკა ხაზარაძეზე – გასაგებია, რომ ოპოზიცია შეეცდება ამ ყველაფერში პოლიტიკური შეფერილობა ეძებოს

ირაკლი შალიკაშვილი 24 ივლ 2019
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც სიას კი არ აჩერებს, იმ სიას სიამოვნებით ფიანდაზად გაეგებოდა – ბესელია მდინარაძე ოხანაშვილს

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც სიას კი არ აჩერებს, იმ სიას სიამოვნებით ფიანდაზად გაეგებოდა – ბესელია მდინარაძე ოხანაშვილს

News 18 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

  • “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

    “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge