NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»პროკურორი: დავით გარეჯის საკითხზე გამოკითხული არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები

პროკურორი: დავით გარეჯის საკითხზე გამოკითხული არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები

07 ოქტ 2020 სამართალი 166 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, დავით გარეჯის საკითხზე გამოკითხული არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები.

შეკითხვაზე, თუ რომელი ყოფილი მაღალჩინოსნები გამოიკითხნენ, პროკურორმა არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ საქმეზე სულ 60-მდე ადამიანია დაკითხული.

„საქმეზე გამოკითხული არიან მათ შორის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. 60-მდე პირია გამოკითხული და ბუნებრივია, ვინც ფლობს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოხდება ყველა ასეთი მოწმის გამოკითხვა. ვერ დავაკონკრეტებ ვინ არიან“, – განაცხადა წიკლაურმა.

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხთან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ბრალეულობას, პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და პროკურატურა მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმებაზე.

„გამოძიება გრძელდება და ჩვენ ვმუშაობთ ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით. რაც შეეხება ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებს, არ არის გამორიცხული გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობაც. ამის წინასწარ პროგნოზირება ვერ მოხდება. რთულია პროგნოზირება, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს, გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე“, – განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

კომენტარები

TOP დავით გარეჯი პროკურორი 2020-10-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით გარეჯი პროკურორი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

The letter of determination in applying for coaching

შემდეგი სტატია

“…ამ ქვეყანაში კი დღემდე პოლიტიკური დაკვეთა არის ბატონებზე, პატრონებზე და კარგ მომვლელებზე”

მსგავსი სტატიები

„იმედი“: სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ვინაობა ცნობილია

„იმედი“: სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ვინაობა ცნობილია

27 ნოე 2017

შსს-მ ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე რეაგირება მოახდინა

17 აგვ 2017

შსს-მ ნარკოდანაშაული ბრლადებით 4 პირი დააკავა

10 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ნასტასი კინსკი იუბილარია

    ნასტასი კინსკი იუბილარია

  • დმანისთან მიწისძვრა მოხდა

    დმანისთან მიწისძვრა მოხდა

  • თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

    თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

  • ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

    ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

  • “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

    “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

  • “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

    “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

  • გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც  …

    გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც …

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge