“ბედნიერი ვარ და დიდი პატივია ვიყო Cartier-ს ელჩი” წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი.
ცნობისათვის, ბუნიათიშვილმა 2004 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.
1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში;
მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი–ჰოლინ(ნიუ–იორკი), შანზ–ელიზეს თეატრი(პარიზი), გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი “Musikverein”, მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ის არის მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე; აღიარებულია ლისტის ნაწარმოებთა საუკეთესო შემსრულებლად; თანამშრომლობს: მ. არგერიხი, გ. კრემერი, ნ. ფრიერი, პ. დომინგო, მ. მაისკი; გასტროლებით მოგზაურობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: საფრანგეთი, ისრაელი, ევროპა, აშშ.
ხატია ბუნიათიშვილი ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში, პარიზში.
“მეგობრებო, უნდა გახაროთ – ხატია გახდა Cartier-ს სახე. ვულოცავ ხატიას და მთელ საქართველოს!” წერს სოციალურ ქსელში ხატია ბუნიათიშვილის დედა, ნატალია ბუნიათიშვილი.
კომენტარები