NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»Porsche-ს პირველმა ელექტრო ავტომობილმა Taycan-მა, თბილისი ბათუმის გზა ერთი დამუხტვით გაიარა

Porsche-ს პირველმა ელექტრო ავტომობილმა Taycan-მა, თბილისი ბათუმის გზა ერთი დამუხტვით გაიარა

05 ოქტ 2020 საინტერესო 507 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საავტომობილო სფეროში 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, პორშეს პირველი სპორტული ელექტრო ავტომობილის, Taycan–ის ბაზარზე გამოჩენაიყო, რომლის თანამონაწილეც საქართველო დროულად გახდა.

ტაიკანს ერთი დამუხტვით, საშუალოდ 450 კმ.-ის გავლა შეუძლია. ელექტრო ავტომობილების ერთი დამუხტვით გამავლობის მანძილი ბევრ ფაქტორზეადამოკიდებული: ავტომობილის მართვაზე, სიჩქარეზედა გზებზე, ასევე როგორ ამინდში და დღე/ღამისრომელ მონაკვეთში გვიწევს მგზავრობა.

„პორშე ცენტრი თბილისმა“ ტაიკანით საქართველოში ყველაზე პოპულარული მიმართულების თბილისი-ბათუმის დატესტვა გადაწყვიტა და თბილისიდანსრულად დამუხტული ტაიკანით დაიძრა. იმის გასარკვევად თუ როგორ გაართვა თავი ტაიკანმა ამ გამოწვევას, ჩვენ „პორშე ცენტრი თბილისის“დირექტორს პეტრე წაქაძეს დავუკავშირდით.

როგორი იყო ტაიკანისთვის გზა თბილისიდან-ბათუმამდე, რა დაბრკოლებები შეხვდა მას და როგორ ჩავიდა დანიშნულების ადგილზე?

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტაიკანმა ამ გამოწვევას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უპასუხა. ტაიკანის შესახებ მსოფლიოშიც და საქართველოშიც ბევრი დეტალია ცნობილი, მათ შორის მისი გამავლობის რესურსიც, მაგრამ ჩვენთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მისი შესაძლებლობების საქართველოში გამოცდა იყო.

ტაიკანი „პორშე ცენტრი თბილისიდან” 100%-ით დატენილი ბატარეით დაიძრა და სრული გზასაქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სიჩქარით დაფარა. მოგვიწია ქარში და წვიმაში სიარული, ვმგზავრობდით კლიმატის შესაბამისად და მთელი გზის განმავლობაში ჩართული გვქონდა კლიმატ კონტროლი, გარდა ამისა, ავტომობილსგადაღებების გამო ბევრჯერ მოუწია გაჩერება–დაძვრა,გარკვეული პერიოდი ვიმგზავრეთ ღამით, რაც თავისთავად მაშუქების გამოყენებას საჭიროებს, ყველა ეს დეტალი მოქმედებს ბატარეის რესურსზე და ავტომობილი მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. ყოველივე ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით ბათუმში ჩასვლის შემდეგ ტაიკანს86 კმ.-ის გავლის რესურსი კიდევ დარჩა.

როგორ არის შესაძლებელი პორშე ტაიკანისდამუხტვა, როგორც ბათუმში ისე საქართველოს სხვა ქალაქებში?

„პორშე ცენტრი თბილისმა“ ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიანის“ ტერიტორიაზე განათავსა პორშეს ელექტრო დამტენები, რომლის გამოყენებაც ტაიკანისყველა მფლობელს ნებისმიერ დროს, სრულიად უფასოდ შეუძლია. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ან თუნდაც ბათუმს, ტაიკანს მოჰყვება სახლის დამტენი, რომელიც ავტომობილის დამუხტვას 6-7 საათში ახდენსდა მისი გამოყენება შესაძლებელია შესაბამის დენის წყაროსთან მიერთებით.

ტაიკანის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ „პორშე ცენტრი თბილისში“, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5; ან დაუკავშირდით ქოლ ცენტრს: 032 2 244 911; 591 280 280.

 

კომენტარები

TOP 2020-10-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს

შემდეგი სტატია

ფონდი „ქართუ“ თბილისს უსასყიდლოდ გადასცემს იპოდრომის ყოფილ ტერიტორიას, სადაც მისივე დახმარებით დედაქალაქის ცენტრალური პარკი გაშენდება

მსგავსი სტატიები

ნიუ იორკელები აკრძალვებს მოხერხებული გზით პასუხობენ

06 ოქტ 2017
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში   საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა

15 სექ 2017

Concerns For Internet dating That You Should Never Ask

ნაგულისხმევად საიტისათვის 17 სექ 2020

უახლესი ამბები

  • ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა

    ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა

  • ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

    ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

  • გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

    გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge