NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»ბიძინა კულუმბეგოვი: დამშვიდების საშუალებას ის სიტუაცია, რაც ჩვენ ქვეყანაში არის, არ იძლევა

ბიძინა კულუმბეგოვი: დამშვიდების საშუალებას ის სიტუაცია, რაც ჩვენ ქვეყანაში არის, არ იძლევა

05 ოქტ 2020 ჯანმრთელობა 466 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ბათუმში შეზღუდვების გააქტიურება არ უნდა დაგვიანდეს. აღნიშნულის შესახებ იმუნოლოგმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„დამშვიდების საშუალებას ის სიტუაცია, რაც ჩვენ ქვეყანაში არის, არ იძლევა. მაშინებს ის, რომ არ მივიდეთ იმ ზომამდე, როცა სამედიცინო სისტემის ჩამოშლის საშიშროების წინაშე დავდგებით თუნდაც, ბათუმის პირობებში. ამ გადმოსახედიდან, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ამის რისკი ნაკლებად გვემუქრება. ჩვენ ვხედავთ, როგორი დისპროპორციულია შემთხვევების განაწილება, მე მაინც მგონია, რომ ამ შეზღუდვების გააქტიურება, განსაკუთრებით, ბათუმთან მიმართებაში ალბათ, არ უნდა დაგვიანდეს, დროულად უნდა იყოს მიღებული, თუნდაც, კარანტინის გამოცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ყოველდღიურად შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მზარდია, ეს ადამიანები მობილობას აგრძელებენ, ისინი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, ამიტომ ძალიან დიდი შანსია და რისკი, რომ საქართველოს დანარჩენ ნაწილში, შიდა საზოგადოებრივი გავრცელების მასშტაბებს ხელი შეუწყოს შიდა ექსპორტმა. ამიტომ, ვფიქრობ, მთავრობამ არ უნდა დააყოვნოს ძალიან და ალბათ, ჯობს, გამკაცრდეს, კონტროლზე ავიყვანოთ სიტუაცია“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ტელეწამყვანის კითხვაზე, ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მიღებას ხელს ხომ არ უშლის უშლის თუნდაც, წინასაარჩევნო პერიოდი, იმუნოლოგი პასუხობს, რომ აღნიშნულის ქვეტექსტი არ იცის.

„მე ექიმი ვარ, ამას ქვეტექსტი რა უდევს, ნამდვილად არ ვიცი, მე მხოლოდ ჩემ მოსაზრებას ვაფიქსირებ, ალბათ, ჯობს იქ ხისტად მიღებული გადაწყვეტილება, რათა ინფექციის კიდევ უფრო გავრცელება არ მოხდეს. შესაძლოა, ეს საკითხები აწონ-დაწოვნადია და ხვალ, ზეგ გახდეს ამის აუცილებლობა, ეს ინფორმაცია არ მაქვს, ჩემი დამოუკიდებელი, როგორც ერთი ექიმის აზრი გავაჟღერე. შესაძლებელია, ვთქვათ, არჩევნების საკითხსაც ითვალისწინებენ, აქ არცერთი თემის ბოლომდე გამორიცხვა შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩაკეტვა საარჩევნო პროცესს ხელს შეუშლის და მთელი რიგი ფაქტორები იქნება, მაგრამ ვიმეორებ, შეზღუდვები წესდება და მკაცრდება, როცა საწოლების რაოდენობა რეანიმაციებში ამოიწურება, იხსნება მაშინ, როცა ეს საწოლები ცარიელდება. ალბათ, არ არის ამ ზღვართან, მაგრამ მე მეშინია შიდა ექსპორტი არ მოხდეს და ადამიანების მობილობა აჭარიდან აქეთ მხარეს. თბილისში ინფექციის მასობრივი გავრცელება რთულ მასშტაბებს მიიღებს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსი 2020-10-05
ნინო ჩხეიძე
Tags ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურაბ ჯაფარიძე: ჩვენ გველის სრული ეკონომიკური კოლაფსი იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დარჩება

შემდეგი სტატია

გიგი უგულავა: მე ვიყავი მერი, როცა ბატონმა ივანიშვილმა ეს ტერიტორია იყიდა, სხვათა შორის …

მსგავსი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ნინო ჩხეიძე 02 იან 2021
“საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია”

“საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია”

ნინო ჩხეიძე 13 აგვ 2020
დღეს, საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ნინო ჩხეიძე 12 სექ 2020

უახლესი ამბები

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

  • გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

    გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge