NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფოთში ზეთის საწარმო შენდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფოთში ზეთის საწარმო შენდება

02 ოქტ 2020 ბიზნესი 376 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც საიმედო ბიზნეს პარტნიორი, კვლავ
განაგრძობს ბიზნესების მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და
„შპს ჯოლიოსთან“ თანამშრომლობით, ფოთში საკვები ზეთის საწარმო შენდება.
მშენებლობა ნოემბრის შუა რიცხვებში სრულად დასრულდება. კომპანია სატესტო
რეჟიმში დაიწყებს პროდუქტის ჩამოსხმას. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანია 40
ადამიანს დაასაქმებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ბანკის მხარდაჭერით კი 5
მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყო, რაც საწარმოს მშენებლობას და
დანადგარების შეძენას მოხმარდება. საწარმო თვეში 3000 ტონა მზესუმზირის
გადამუშავებას შეძლებს, რაც დაახლოებით 1 მლნ რაფინირებული ზეთის ბოთლის
წარმოებას უტოლდება. გარდა ამისა, იგეგმება მზესუმზირის გადამუშავების შედეგად
მიღებული „მზესუმზირის შროტის“ რეალიზაცია, რაც ცხოველთა კვებისთვის
გამოიყენება.
წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის შემოტანა უკრაინიდან მოხდება, ჩამოსხმული
ზეთის რეალიზაცია კი საქართველოში, როგორც საცალო, ასევე სავაჭრო ქსელებში
დისტრიბუციის სახით განხორციელდება. საწარმოში არსებული ყველა დანადგარი
უმაღლესი ხარისხის ზეთის წარმოებას უზრუნველყოფს, მეტიც, კომპანიას უკვე
შეტანილი აქვს განაცხადი ISO 22000-ზე, რაც სურსათის უვნებლობის მენეჯმენტს
გულისხმობს.
„სასიხარულოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით ქვეყანაში კიდევ ერთი ადგილობრივი
საწარმო შენდება. ჩვენთვის დიდი პატივია გავუწიოთ პარტნიორობა ისეთ წამოწყებებს,
რომელიც ხელს უწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების
შექმნას. ჩვენი და „შპს ჯოლიოს“ თანამშრომლობით ფოთში საკვები ზეთის საწარმო
ნოემბრის თვიდან დაიწყებს ოპერირებას. საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში
აგრძელებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რადგან გვჯერა,
რომ წარმატებული კერძო სექტორი კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკის საწინდარია“, –
განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო
მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

TOP 2020-10-02
თამუნა
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს / საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დაიწყო

შემდეგი სტატია

“ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერზე – რაც გამახსენდა ეს არის ცნობილი – „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“

მსგავსი სტატიები

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 2017 წელს 8.2%-ით გაიზარდა

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 2017 წელს 8.2%-ით გაიზარდა

11 იან 2018
Citroen Ami – ნულოვანი ემისია, ხმაური და სტრესი – ელექტრომობილი საქართველოში „ავტო გალერიმ“ ჩამოიყვანა

Citroen Ami – ნულოვანი ემისია, ხმაური და სტრესი – ელექტრომობილი საქართველოში „ავტო გალერიმ“ ჩამოიყვანა

ირაკლი შალიკაშვილი 21 აპრ 2022
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

თამუნა 05 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს  აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge