NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ვიდრე ადამიანებს ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან?

ვიდრე ადამიანებს ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან?

01 ოქტ 2020 პოლიტიკა 364 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვიდრე ადამიანებს თვითონ, ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან? – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც იმნაძე ამბობს, კორონავირუსს მოსახლეობის უმრავლესობა უპრობლემოდ გადაიტანს, თუმცა დაავადება „მოწყვლად ჯგუფებს ამოარჩევს“.

„მეტი რა ვთქვა. ის, რაც გვერდზე ქვეყნებში ან შორს ხდებოდა, ამის მაგალითები ხომ იყო, ხომ ვიცით, რომ ეს დაავადება ასეთია. კი, ბატონო, 85% ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაიტანს, მაგრამ ამოარჩევს ვიღაც მოწყვლადს ჩვენს შორის და იმას მოკლავს, აუცილებლად მეზობელს ან ოჯახის წევრს უნდა მოუვიდეს, რომ გავიგოთ? რთულია სხვის მაგალითზე ისწავლო? აუცილებლად საკუთარ მაგალითზე უნდა ისწავლო?“,- განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად მოწოდებებისა, რომ ადამიანებმა წესები დაიცვან, საჭირო ხდება ქვეყანაში ლოკალური შეზღუდვების დაწესება.

„წერტილოვანი შეზღუდვები საჭირო ხდება იმიტომ, რომ მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, რომ ადამიანებმა თვითონ მოახერხონ, დაიცვან უმარტივესი წესები – ნიღაბი და დისტანცია, იძულებული ვხდებით, წერტილოვანი შეზღუდვები შემოვიღოთ. მაგრამ ქვეყნის ჩაკეტვა და იმ შეზღუდვების შემოღება ძალიან ადვილი იქნებოდა, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანა ჩაკეტილი იყოს. მთავარი არის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ დავიცვათ ელემენტარული წესები, ავადმყოფი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ განსაკუთრებით დავიცვათ ასაკოვნები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომ მათამდე არ მივუშვათ კორონავირუსი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის მეპატრონეებს არანაირი ჩაკეტვა არ დასჭირდებათ, სამსახურში რომ ყველა ავად გახდება, მომუშავე არ ეყოლება, იმას ჩაკეტვა რად უნდა?- განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

2020-10-01
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სოზარ სუბარი: ოქრიაშვილს ძალიანაც უნდოდა “ოცნების” მაჟორიტარობა

შემდეგი სტატია

“ამ პარლამენტმა თავი იმით „გამოიჩინა“, რომ ჩააბეტონა ის მანკიერი მართლმსაჯულების სისტემა, რასთანაც საზოგადოებას ჰქონდა პრეტენზიები”

მსგავსი სტატიები

კობახიძე, რომელიც პარლამენტის სირცხვილი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს კი არა, არ უნდა გააკარონ ქართულ პოლიტიკას

კობახიძე, რომელიც პარლამენტის სირცხვილი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს კი არა, არ უნდა გააკარონ ქართულ პოლიტიკას

ირაკლი შალიკაშვილი 24 ივნ 2019
ფარული ვიდეოჩანაწერების საქმე – დაკავებული ირმა ხოროიშვილი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმე – დაკავებული ირმა ხოროიშვილი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

05 თებ 2019
დავით ჭიჭინაძე: … აბა, მორალურად და იდეოლოგიურად ივანიშვილის მიტაცებულ პარლამენტში შესვლა, რატომ უნდა მოგინდეს?!

დავით ჭიჭინაძე: … აბა, მორალურად და იდეოლოგიურად ივანიშვილის მიტაცებულ პარლამენტში შესვლა, რატომ უნდა მოგინდეს?!

ნინო ჩხეიძე 08 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • მედია: მშობლების შთამბეჭდავი ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების შთამბეჭდავი ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

  • MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

    MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge