NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»დავით უსუფაშვილი: ვინც ახლა დაიწყო დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება, მას ჰქონდა დაგეგმილი თვეებით ადრე, როგორც პიარ-სვლა

დავით უსუფაშვილი: ვინც ახლა დაიწყო დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება, მას ჰქონდა დაგეგმილი თვეებით ადრე, როგორც პიარ-სვლა

01 ოქტ 2020 საზოგადოება 395 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვინც ახლა დაიწყო დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება, მას ჰქონდა დაგეგმილი თვეებით ადრე, როგორც პიარ-სვლა , – ასე გამოეხმაურა დავით გარეჯის საკითხს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ დავით გარეჯი კი არ აინტერესებთ – უდიდესი მნიშვნელობის თემა საქართველოში, მათ აინტერესებთ საკუთარი ხმები.

„არჩევნების წინ ძალიან მგრძნობიარე თემებს გამოაგორებენ ხოლმე, რომელიც შესაძლებელია თავისთავად გამოსაძიებელია. დავით გარეჯთან დაკავშირებით შეკითხვები თუ არსებობს, ეს უნდა გამოვიძიოთ და პოლიცია და პროკურატურა ამისთვის არსებობს, მაგრამ პოლიცია და პროკურატურა იმისთვის არ არსებობს, რომ 8 წლის განმავლობაში, როცა მათ ხელში იყო თუ რამე გამოსაძიებელი იყო, არ გამოეძიებინათ და არჩევნებამდე გამოძიება დაეწყოთ. საპრეზიდენტო არჩევნები იყო ასე იქცეოდნენ, 2016 წლის არჩევნები იყო, ასე იქცეოდნენ. ამ დროს გაახსენდებათ ხოლმე საზოგადოებრივად მგრძნობიარე თემები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

კომენტარები

არჩევნები დავით უსუფაშვილი დავცით გარეჯი 2020-10-01
ნინო ჩხეიძე
Tags არჩევნები დავით უსუფაშვილი დავცით გარეჯი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

შემდეგი სტატია

” “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, დეგრადირებული ადამიანების სიაა”

მსგავსი სტატიები

არ იყო აქ არანაირი მუქარა რომ შეწყვეტილი იქნება ეს პროცესი – პრეზიდენტი უვიზო მიმოსვლაზე

არ იყო აქ არანაირი მუქარა რომ შეწყვეტილი იქნება ეს პროცესი – პრეზიდენტი უვიზო მიმოსვლაზე

24 იან 2019
15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ

15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ

ნინო ჩხეიძე 01 დეკ 2020
რომელი კომისიები უქმდება მერიაში

რომელი კომისიები უქმდება მერიაში

29 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

  • სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

    სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

  • მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

    მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

  • სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

    სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

  • „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

    „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

  • როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

    როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

  • შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

    შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge