NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მარნეულში ჩვენი საარჩევნო შტაბის სპეციალისტს აედევნენ, უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და მიატოვეს

მარნეულში ჩვენი საარჩევნო შტაბის სპეციალისტს აედევნენ, უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და მიატოვეს

30 სექ 2020 პოლიტიკა 396 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამწუხაროდ, ჩვენები პროვოკაციას წამოეგნენ და მოხდა ასეთი დაპირისპირება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროვოკაციების გენერატორი არის ოპოზიცია – “ნაციონალური მოძრაობა” და მათთან დაკავშირებული ძალები,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მედიაზე თავდასხმა რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის, მიუღებელია. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” გუნდი არაერთ მოწოდებას აკეთებს, რომ პროვოკაციაზე თავი შეიკავონ, თუმცა, “ყველაფერს აქვს საზღვარი”.

მან მარნეულში დღეს მომხდარ ძალადობის ფაქტზეც ისაუბრა.

“დღეს მართლაც ძალიან მძიმე ფაქტი დაფიქსირდა, მარნეულში, ჩვენი საარჩევნო შტაბის სპეციალისტს აედევნენ, გამოეკიდნენ, მოახდინეს დაჯახება, სასტიკად სცემეს, საუბარია 3-4 ადამიანზე, ვინც ყოველგვარი მიზეზის გარეშე სასტიკად სცემა და მიატოვა ეს ადამიანი, რადგან თვითმხილველები გამოჩნდნენ. ის ახლა მოთავსებულია საავაყოფოში და უტარდება სამედიცინო დახმარება, პოლიცია ინტენსიურად მუშაობს, მე გახლდით შემთხვევის ადგილზე და გავეცანი ვითარებას. რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დაველოდოთ, თუმცა, ჩემი პირადი აზრია, რომ ამის უკან არ გამიკვირდება იყოს პოლიტიკური მიზნები და ჩვენი ოპონენტების ხელი ერიოს აქ, რამდენადაც რასაც ვაკვირდებით წინა დღეებში პროვოკაციების კასკადი მიმართულია იქით, რომ რეგიონში სიტუაცია დაიძაბოს, შეილახოს ქვეყნის იმიჯი. ეს უნდათ ჩვენს ოპონენტებს. ამის ფაქტები არსებობს. სამწუხაროდ, გუშინ ჩვენმა მხარდამჭერებმა თავი ვერ შეიკავეს და პროვოკაციას წამოეგნენ, ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ და ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ, მაგრამ აქვს ყველაფერს თავის საზღვარი. სამწუხაროა, რომ ეს მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს და ყველას პასუხი მოეთხოვება, განსაკუთრებით ვსაუბრობ დღევანდელ ინციდენტზე, რომელიც შემზარავი იყო იმ თვალსაზრისით, რომ უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს ადამიანი და მიატოვეს. ყველა ფაქტი არის შემზარავი და აბსოლუტურად მიუღებელი. ძალადობა არ შედის სახელმწიფოს და დღევანდელი ხელისუფლების ინტერესში. ჩვენს ოპონენტებს არ აწყობთ მშვიდობიანი გარემო, რადგან არ აქვთ შანსი ასეთ გარემოში რაიმე შედეგებს მიაღწიონ, ამიტომ ცდილობენ დაძაბონ ხალხი. ყველა ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული და უმკაცრესი რეაგირება მოხდეს,”- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო

კომენტარები

2020-09-30
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსეთს არ შეუძლია საქართველოს მომავლის განსაზღვრა, არამედ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს

შემდეგი სტატია

ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა

მსგავსი სტატიები

ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს

ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს

ნინო ჩხეიძე 23 ოქტ 2021
სამადაშვილი: ამ ქვეყანას ღირსება უკვე აყარეთ – მზად ხართ თუ არა, საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება, როცა სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მანდატს წაართმევთ?

სამადაშვილი: ამ ქვეყანას ღირსება უკვე აყარეთ – მზად ხართ თუ არა, საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება, როცა სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მანდატს წაართმევთ?

ირაკლი შალიკაშვილი 15 თებ 2022

„თუ გგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობას მარტო ის აინტერესებს, რას ილაყბებს კაკო ბობოხიძე ან ეს კრიმინალების ბრბო“

21 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

    ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

  • ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

    ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

  • მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

  • მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

    მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

  • გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

    გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

  • 2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

    2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

  • გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

    გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

  • ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

    ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

  • როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

    როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

  • სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

    სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge