NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“ეს ყველაფერი ხომ დღეს არ აღმოჩენილა შემთხვევით?! თან, ვერ მივხვდი, რა აღმოაჩინეს თავდაცვის სამინისტროში”

“ეს ყველაფერი ხომ დღეს არ აღმოჩენილა შემთხვევით?! თან, ვერ მივხვდი, რა აღმოაჩინეს თავდაცვის სამინისტროში”

30 სექ 2020 საზოგადოება 330 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პროკურატურის განცხადების სიმშრალიდან გამომდინარე, მივხვდი მარტივ რამეს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური მასკარადის დადგმას, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

„თუ რაიმე მოხდა შეცდომა, დანაშაული მნიშვნელობა არ აქვს, მე, როგორც რიგით მოქალაქეს მაინტერესებს ერთი რამ (დავუშვათ, სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებაში იქნება აღმოჩენილი დანაშაულის ნიშნები) თუ რაიმეს დათმობა მოხდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, აზერბაიჯანთან რატომ არ მიდის საუბარი ამასთან დაკავშირებით და მათთან რატომ არ ვარკვევთ ამ საკითხებს უკან დაბრუნების თვალსაზრისით. მე, როგორც რიგითი მოქალაქე ამას ვერ ვხედავ და ვერ ვგრძნობ. თუ სააკაშვილთან მიმართებაში რამე ჰქონდათ გასარკვევი, რატომ ახსენდებათ არჩევნების წინ?! ეს ყველაფერი ხომ დღეს არ აღმოჩენილა შემთხვევით?! თან, ვერ მივხვდი, რა აღმოაჩინეს თავდაცვის სამინისტროში“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

“მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას.

კომენტარები

დავით გარეჯი ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილი 2020-09-30
ნინო ჩხეიძე
Tags დავით გარეჯი ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა დღეს არჩევნებამდე ბოლო პლენარული სხდომა გამართა

შემდეგი სტატია

პოლონეთს ახალი მთავრობა ჰყავს

მსგავსი სტატიები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”:  267 857 ლარის ღირებულების „მორგებული“ ტენდერი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”: 267 857 ლარის ღირებულების „მორგებული“ ტენდერი

01 თებ 2018
„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

07 იან 2019
ვეტერანები გმირთა მემორიალთან მივიდნენ

ვეტერანები გმირთა მემორიალთან მივიდნენ

27 სექ 2017

უახლესი ამბები

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge