NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ

29 სექ 2020 პოლიტიკა 174 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ზუგდიდში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას,დღეს, მთელი საღამოს განმავლობაში აფერხებენ ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები. ისინი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ აძლევენ შესაძლებლობას საოლქო საარჩევნო კომისიიდან გაიტანონ პანდემიის პირობებში პირველი სხდომების ორგანიზებისთვის საჭირო ინვენტარი. პარტიის წარმომადგენლები საღამოს განმავლობაში ბლოკავდნენ საოლქო კომისიის შესასვლელს, აჭარბებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ უშვებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში, რითაც მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს საარჩევნო პროცესს. ზემოაღნიშნული დასტურდება ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალებით.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ, 30 სექტემბერს ასევე იგეგმება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე იმ კამპანიური ხასიათის ზეწოლა, რომელიც დაიწყო ცესკოსთან 28 სექტემბერს და დღეს უკვე გაგრძელდა მთაწმინდის და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიებთან. საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას იმისათვის, რომ არ დაუშვას ზეწოლა საკუთარ თანამშრომლებზე.   

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს,დააკვირდნენ კამპანიური ხასიათის ზეწოლის ფაქტებს, რითაც ხელი ეშლება საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით მინიჭებული საქმიანობების განხორციელებაში.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი №138, თბილისი 0131, საქართველო;

ვებ-გვერდი: cesko.ge; ელ-ფოსტა: pr@cec.gov.ge; ტელ 2 51 00 51- 133

კომენტარები

TOP 2020-09-29
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

შემდეგი სტატია

ლევან თაქთაქიშვილი: საქართველო ვერ იქნება კარგად, როცა …

მსგავსი სტატიები

თვალყურს ვადევნებთ პრეზიდენტის არხეინ გულგრილობას, რომელიც პირდაპირი ლუსტრაციაა „ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის

თვალყურს ვადევნებთ პრეზიდენტის არხეინ გულგრილობას, რომელიც პირდაპირი ლუსტრაციაა „ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის

ირაკლი შალიკაშვილი 19 აგვ 2019
ვირუსის ცირკულირების ეს დონე ეფექტს გაცილებით გვიან მოგვცემს

ვირუსის ცირკულირების ეს დონე ეფექტს გაცილებით გვიან მოგვცემს

ირაკლი შალიკაშვილი 15 ოქტ 2020
TBC ბანკის საქმე და საბანკო რეგულაციები – კობა გვენეტაძე საკითხების განხილვას კომიტეტის ნაცვლად, სესიაზე ითხოვს

TBC ბანკის საქმე და საბანკო რეგულაციები – კობა გვენეტაძე საკითხების განხილვას კომიტეტის ნაცვლად, სესიაზე ითხოვს

28 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

    ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

  • დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

    დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

  • კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

    კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

  • ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

    ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

  • „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

    მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

  • მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

    მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

  • თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

  • 5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

    5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

  • „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ

    „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge