NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»საქართველოს საპატრიარქო: …ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მართებული ინფორმაცია მივაწოდოთ

საქართველოს საპატრიარქო: …ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მართებული ინფორმაცია მივაწოდოთ

29 სექ 2020 საზოგადოება 171 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს საპატრიარქო თვითმარქვია სასულიერო პირების მხილებას განაგრძობს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამჯერად ინფორმაციას ე.წ. მეუფე მიქაელის, იგივე მიხეილ პირმისაშვილის შესახებ ავრცელებს.

„საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა ე.წ. მეუფე მიქაელის საქმიანობის თაობაზე. აღნიშნული პიროვნება სოციალურ ქსელში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებისა და მღვდელმსახურების აქტიურ დისკრედიტაციას ეწევა და ამ მიზნით სატელევიზიო ეთერშიც არაერთხელ იყო მიწვეული სასულიერო პირის (მაღალი იერარქის) სტატუსით. ეს ყოველივე კი მოსახლეობის დიდ ნაწილს აბნევს და შეცდომაში შეჰყავს.

საქართველოს საპატრიარქოში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პირის ნამდვილი სახელი და გვარია მიხეილ პირმისაშვილი.

მან სასულიერო ცხოვრების გზა რუსი-ურბნისის ეპარქიაში დაიწყო, თუმცა ამჟამად არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში, არასოდეს ყოფილა ხელდასხმული დიაკვნად, მღვდლად და, მით უფრო, ეპისკოპოსად.

როგორც ბოლო დროს შევიტყვეთ, იგი საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებლურ ტაძარშიც თვითნებურად და უნებართვოთ ატარებს მსახურებას, ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მართებული ინფორმაცია მივაწოდოთ.

ზემოაღნიშნული პიროვნების მიერ ნებისმიერი სამღვდელო წესის შესრულება და საეკლესიო საიდუმლოების თეატრალიზება მართლმორწმუნე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, ხოლო მის მიერ იმიტირებულ მსახურებაზე ჩვენი ეკლესიის მრევლის დასწრება — მძიმე საეკლესიო დანაშაული.

გარდა ამისა, ხსენებული პიროვნების მიერ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში მსახურების თვითნებურად აღსრულება სხვის საკუთრებაში უნებართვოდ შეჭრაა და სამართალდარღვევას წარმოადგენს“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

TOP საქართველოს საპატრიარქო 2020-09-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP საქართველოს საპატრიარქო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი სესიაშვილი: სტოლტენბერგის განცხადებები ასევე კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა ოპონენტებმა

შემდეგი სტატია

ცესკოს განცხადება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

მსგავსი სტატიები

” გთავაზობთ ყველას, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს”

” გთავაზობთ ყველას, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს”

13 მაი 2018
თეა წულუკიანი: არ მაქვს იმის უფლება და ფუფუნება, რომ მონაწილეობა მივიღო ფსიქოზში

თეა წულუკიანი: არ მაქვს იმის უფლება და ფუფუნება, რომ მონაწილეობა მივიღო ფსიქოზში

04 ივნ 2018
„იმედი“, „რუსთავი 2“,  „მაესტრო“, „ჯი-დი-ესი“, „მარაო“ და „კომედი არხი“ დღეიდან საკაბელოებიდან გაითიშება

„იმედი“, „რუსთავი 2“,  „მაესტრო“, „ჯი-დი-ესი“, „მარაო“ და „კომედი არხი“ დღეიდან საკაბელოებიდან გაითიშება

01 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

  • “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

    “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

  • ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

    ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

  • მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

    მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

  • შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

    შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

  • სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

    სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

  • მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

    მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

  • ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

    ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

  • დავსხდებით საუბრისთვის, როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლიან არჩევნებამდე

    დავსხდებით საუბრისთვის, როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლიან არჩევნებამდე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge