NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»კომუნიკაციების კომისიის ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, აზარალებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და იმიჯს

კომუნიკაციების კომისიის ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, აზარალებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და იმიჯს

24 სექ 2020 საინტერესო 249 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთაასოციაცია – აფბა“, მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას შეწყვიტოსბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, რათა კიდევ უფრო მეტად არ დააზარალოსქვეყანა უცხოელი ინვესტორების თვალში. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდშიარაერთმა გავლენიანმა უცხოელმაპოლიტიკოსმა, დიპლომატმა თუმედიასაშუალებამ გაავრცელა კრიტიკულიგანცხადება, სადაც საუბარი იყო „კავკასუსონლაინის“ საქმეზე. თითოეული მათგანიაცხადებდა, რომ აკვირდებიან მიმდინარეპროცესებს და ღიად მიუთითებდნენხელისუფლებასა თუ მარეგულირებელკომისიას, რომ მათ მიერ მიღებულიგადაწყვეტილებები, „კავკასუს ონლაინთან“ მიმართებაში, მნიშვნელოვნად აზარალებდაბიზნესგარემოს და უარყოფითად აისახებოდაქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე.

საერთაშორისო დონეზე, ასევე საკმაოდუარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესითმიღებულ კანონპროექტს, რაც კომუნიკაციებისკომისიის უფლებამოსილების გაზრდასგულისხმობდა. აღნიშნულ კანონპროექტთანდაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთადა ბიზნესმენთა ასოციაციამ“ არაერთიგანცხადება გაავრცელა, სადაცმოვუწოდებდით მარეგულირებელი კომისიისხელმძღვანელებსა და პარლამენტის წევრებსარ დაეშვათ მსგავსი სახით კანონპროექტისმიღება. სამწუხაროდ, უამრავი მითითებისმიუხედავად,  პარლამენტმა მიიღოკანონპროექტი, სადაც არსებული არაერთიპუნქტი პირდაპირ ბიზნესის წინააღმდეგაამიმართული, ეწინააღმდეგება საბაზროეკონომიკის პრინციპებს და მნიშვნელოვნადაზარალებს ბიზნესგარემოს.

კერძოდ, კანონი ერთპიროვნულ დაგანუსაზღვრელ უფლებამოსილებებს ანიჭებსკომისიას, რომ ჩაერიოს ავტორიზებული პირისბიზნესსაქმიანობაში და შეუზღუდოსსამეწარმეო თავისუფლება. სპეციალურიმმართველის დანიშვნის შემდეგ, ავტორიზებული პირი ნებისმიერი ქმედებისგანსახორციელებლად სპეციალურიმმართველის ან/და კომისიის თანხმობასსაჭიროებს, მიუხედავად იმისა, ექცევა თუ არაასეთი ქმედება აღსასრულებელიგადაწყვეტილების (რომლისშესასრულებლადაც დაინიშნა სპეციალურიმმართველი) ფარგლებში.

ასევე, სპეციალური მმართველს კანონითშეუსაბამოდ ფართო უფლებამოსილებებიაქვს დადგენილი: დანიშნოს ან/დაგაათავისუფლოს ავტორიზებული პირისდირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოსწევრ(ებ)ი, ავტორიზებულ პირს შეუჩეროს, ანშეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა. ახალგაზრდაფინანსისტების შეფასებით, ასეთიუფლებამოსილებები არც კონცენტრაციისპირობების დარღვევის და არც სპეციფიკურივალდებულების დარღვევის შესახებ, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებისმიზანს არ ემსახურება. კანონში მითითებულიუფლებამოსილება არ და ვერ უზრუნველყოფსმაგ. კომისიის ისეთი გადაწყვეტილებისაღსრულებას, როგორიცაა ბენეფიციარიმესაკუთრის მიერ გასხვისებული წილებისთავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა. შესაბამისად, ასეთი უხეში ჩარევა კერძოსუბიექტის სამეწარმეო თავისუფლებაშიშეიცავს მეწარმე სუბიექტისთვის და მისიკონკურენტუნარიანობისთვის შეუქცევადიზიანის მიყენების საფრთხეს.

აღსანიშნავია, რომ  კომუნიკაციების კომისიისმიერ დანიშნული სპეციალურიმმართველისთვის ამ უფლებამოსილებებისმინიჭება ნიშნავს კომპანიის, ინვესტიციებისათუ აქტივის ექსპროპრიაციას, რაც საფრთხესუქმნის საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითადთავისუფლებათა ევროპული კონვენციითდაცულ საკუთრების უფლებას. მით უმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიღებულკანონში სპეციალურად მიუთითა, რომსპეციალური მმართველის დანიშვნისთაობაზე კომუნიკაციების კომისიისგადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერსარჩელის მიღება ამ გადაწყვეტილებისაღსრულებას ვერ შეაჩერებს, გარდა იმშემთხვევისა, როდესაც სასამართლოსხვაგვარად გადაწყვეტს.ფაქტობრივად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, აზრი დაუკარგა კომუნიკაციების კომისიისგადაწყვეტილების კანონიერებაზესასამართლო დავის წარმოებას, ფიქციადაქცია საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვეადამიანის უფლებათა და ძირითადთავისუფლებათა ევროპული კონვენციითდაცული სამართლიანი სასამართლოსა დადაცვის უფლება.

გარდა ამისა, უმრავლესობის წევრებმა დამარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმაფაქტობრივად დაადასტურეს, რომ აღნიშნულიკანონპროექტი პირდაპირ „კავკასუსონლაინის“ წინააღმდეგ იქნა მიღებული, რაცფაქტობრივად ბიზნესში პირდაპირ ჩარევასგულისხმობს. ამავდროულად, „კავკასუსონლაინის“ შემთხვევაში, ფაქტობრივადშეუძლებელია კომუნიკაციების კომისიის მიერდროებითი მმართველის დანიშვნისშემთხვევაში,  მესამე პირების მიერგასხვისებული წილების ნასყიდობისტრანზაქციის უკან დაბრუნება.  შესაბამისად, თუ გადაწყდა კომპანიაში  სპეციალურიმმართველის შემოყვანა, მისი საშუალებით, ფაქტობრივად, კომისია იკანონებსკომპანიაზე საკუთრების უფლებას, რაცწარმოადგენს ექსპროპრიაციას და ლახავსთავისუფალი ბიზნესის უფლებებს.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთაასოციაცია“ მოუწოდებს მარეგულირებელკომისიას, დაასრულოს ბრძოლა „კავკასუსონლაინის“ წინააღმდეგ და პროცესებიგადაიტანოს სამართლიან სასამართლოში, როგორც ეს ყველა განვითარებულ  დაცივილურ ქვეყანაში ხდება. სხვაგვარად, კიდევ უფრო მეტად დააზარალებს ბიზნესგარემოს, შექმნის უარყოფითგანწყობას საერთაშორისო დონეზე და რაცმთავარია, დააზარალებსსატელეკომუნიკაციო ბაზარს და იქ მოქმედკომპანიებს, რომლებიც ვეღარ მოახერხებენსათანადოდ განვითარებას.

კომენტარები

TOP 2020-09-24
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯასტინ ტრიუდო: ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

შემდეგი სტატია

Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო

მსგავსი სტატიები

Physics Is Phun!

28 აპრ 2020
საქართველოს ბანკი ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაზე აცხადებს

საქართველოს ბანკი ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაზე აცხადებს

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივლ 2020

What Does Research Paper Writers Doing?

ნაგულისხმევად საიტისათვის 18 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

    ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

  • Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

    Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

    ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

  • პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

    პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

  • მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

    მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

  • არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

    არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

  • ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

    ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

  • კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

    კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge