NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»“მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია”

“მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია”

22 სექ 2020 სამართალი 660 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.

პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა ინფორმაცია, როგორც დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ასევე სატელიტის ფოტოები.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა ჩატარდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული, მის კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციასთან და ასევე სატელიტური ფოტოებთან, ფოტოების მოპოვებასთან. შესაბამისად, დათვალიერების მიმდინარეობის დროს ინფორმაციის გამოთხოვას, როდესაც აწარმოებდა გამომძიებელი, აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი, სატელიტის ფოტოსურათებს ვგულისხმობთ. (რაც წარდგენილ იქნა მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებისთვის). გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია, რაც ფიქსირდება მიხელ რამიშვილის ტელეფონში, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, იმისთვის, რომ შემდგომში ავთენტურობა, წარმომავლობა, დოკუმენტის შემხებლობა საქმესთან საეჭვო არ იყოს, მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, უშუალოდ ექსპერტის მონაწილეობით მომხდარიყო ამ კონკრეტული ინფორმაციის გადმოტანა და საქმეზე დამაგრება. შესაბამისად, ტელეფონის დალუქვა მისი თანხმობით მოხდა.

შემდგომ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის წევრი საავდმყოფოში ჰყავდა, სჭირდებოდა დაახლოებით ნახევარი საათი, რომ დაბრუნებულიყო ჩვენთან. მისი თანხმობით, დალუქული ტელეფონი, რაც ჩვენ საქმეზე გვაქვს, დარჩა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, დაბრუნდება ადვოკატი, ველოდებით, გამომძიებლებთან ერთად ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წავლენ და უშუალოდ, ექსპერტის მონაწილეობით მოხდება საქმეზე არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოტანა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კონკრეტულად ამ საქმის შესწავლის ნაწილში, შესაბამისად, საქმეზე დამაგრდება ეს დოკუმენტი მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით“, – განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი აღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მიხეილ რამიშვილი დააკავონ, პროკურორი პასუხობს, რომ საქმის სამომავლო შეფასებისგან თავს შეიკავებს, „რადგან დღეის მოცემულობით, კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვებაზეა საუბარი“.

„რა გადაწყვეტილებას მიიღებს საგამოძიებო ორგანო კონკრეტულად მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით, ამას რა თქმა უნდა, საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს“,- აღნიშნა გუმბერიძემ.

მისივე თქმით, საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი მოქმედება.

„საქმეზე პროკურატურის მიერ, უმოკლეს ვადებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება, კონკრეტულად სატელიტურ ფოტოებს, რაც წარდგენილ იქნა გამოძიებაში.

ექსპერტიზით დადასტურებული გვაქვს ფაქტი, რომ ეს ფოტოსურათები არის მონტაჟის შედეგად მიღებული და შეიცავს ცრუ ინფორმაციას“,- აღნიშნავს პროკურორი.

რაც შეეხება საქმის ახალი ფიგურანტს, დავით ფურცხვანიძეს, როგორც პროკურორი აცხადებს, გამოძიება დეტალურად შეისწავლის იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რაც დაკითხვის დროს ფურცხვანიძემ განაცხადა.

„მან კომენტარის სახით გააჟღერა, რომ თვითონაც აპირებს, ვითომდა, ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნას. რაც შეეხება მის დაკითხვას, დაკითხვის მიმდინარეობის დროს მის მიერ ვერ იქნა დასახელებული კონკრეტული ინფორმაცია, წყარო ან სხვა საშუალება, რითაც ვიფიქრებდით, რომ ეს ფოტოსურათები, რაც საბოლოო ჯამში გამოძიებაში წარმოადგინეს, ნამდვილ ინფორმაციას შეიცავდა. რა თქმა უნდა, ფურცხვანიძის დაკთხვსაც დეტალურად შევისწავლით, იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რაც მან დაკითხვისას განაცხადა და ამაზეც მოვახდენთ რეაგირებას“,- განაცხადა დავით გუმბერიძემ.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, საქმეზე, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ნაწილში პროკურატურის მიერ ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება.

დავთ გუმბერიძის თქმით, მტკიცებულებების ფალსიფიცირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„იმ შემთხვევაში თუ გამოძიებით დადგინდა, კონკრეტულად მკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტი გარკვეული პირების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ნებისმიერ პირზე“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ თბილისის პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. რამიშვილის თქმით, ტელეფონში ვერაფერს იპოვიან.

„ჩემი მობილური ტელეფონი იქნა დალუქული და შესამოწმებლად მიაქვთ, რა უნდა შეამოწმონ, არ ვიცი. დღეს, ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ ალბათ, თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზევიდან. მე არ ვიცი, რატომ ჩამომართვეს, რაღაც უნდა გადაამოწმონ. ჩემ ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან, ყველაფერს გააკეთებენ, მე ამის არ მეშინია”,- განაცხადა რამიშვილმა.

კომენტარები

დავით გუმბერიძე ინფორმაცია მიხეილ რამიშვილი 2020-09-22
ნინო ჩხეიძე
Tags დავით გუმბერიძე ინფორმაცია მიხეილ რამიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გერმანიის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს

შემდეგი სტატია

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მსგავსი სტატიები

სააკაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გადაიდო

25 დეკ 2017
„სავალი ნაწილის გადაკეტვა, როცა აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ამის აუცილებლობას არ წარმოშობს, უკანონოა“

„სავალი ნაწილის გადაკეტვა, როცა აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ამის აუცილებლობას არ წარმოშობს, უკანონოა“

11 ივნ 2018
შსს მანდატურის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს მანდატურის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

07 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

  • “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

    “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge