NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს ჩამოგიყვანთ

დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს ჩამოგიყვანთ

18 სექ 2020 პოლიტიკა 178 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების შეკითხვას, რომელიც ფრენების აღდგენას შეეხებოდა.

თურნავას თქმით, „ევროპული საქართველო“ ქმნის ილუზიას, რომ მმართველი გუნდი უცხოეთში მყოფ მათ ამომრჩველს არჩევნებში მონაწილეობაში ხელს უშლის.

„ის პოლიტიკური მოტივი, რომ თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ხელს ვუშლით აქ შემოსვლაში, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს, აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მე კარგად მესმის, რომ ეს არის თქვენი მცდელობა, შექმნათ ილუზია, რომ სადღაც შორს არსებობს თქვენი მასობრივი ამომრჩეველი და საქართველოს ხელისუფლება უშლის ხელს. დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ”, – განაცხადა თურნავამ.

მისივე განცხადებით, საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს.

„საქართველოს მართავს პასუხისმგებლიანი „ქართული ოცნების“ გუნდი და როგორც აქამდე წარმატებულად ვუმკლავდებოდით ამ გამოწვევებს, ასევე წარმატებულად გავაგრძელებთ უკვე ახლა, ეკონომიკის გახსნის პირობებში. ის პირველი ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები, რაც გამოვლინდა, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და სირთულისა, ჩვენი მხრიდან გაძლიერდება და მომავალ წელს უკვე სულ სხვა პოზიტიური დინამიკით შევხვდებით“, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარსდგა. თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით “ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

კომენტარები

მითოლოგიური ამომრჩეველი 2020-09-18
ირაკლი შალიკაშვილი
Tags მითოლოგიური ამომრჩეველი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თვენახევარი დარჩა და როგორმე უნდა გავძლოთ, რომ 8-წლიანი წარუმატებელი მმართველობა ისტორიას ჩავაბაროთ

შემდეგი სტატია

ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გასაწევრიანებლად

მსგავსი სტატიები

იზორია: „მონტენეგრო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია“

იზორია: „მონტენეგრო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია“

სოსო ელისაშვილი 27 მარ 2018

ირაკლი კობახიძე: გაყალბებული სიები მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება ამ საპრეზიდენტო არჩევნებში

20 სექ 2018
ანდჟეი დუდა: ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ

ანდჟეი დუდა: ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ

26 მაი 2018

უახლესი ამბები

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

  • არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

    არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

  • თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

    თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

  • საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

    საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

  • დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

    დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

  • ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

    ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

  • ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

    ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge