NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»“ნიღაბი უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი”

“ნიღაბი უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი”

18 სექ 2020 ჯანმრთელობა 618 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად თანაცხოვრება მინიმუმ ერთი წელი მაინც მოგვიწევს.

„ინფექცია ჩვენთან ერთად არის, კოვიდი არსად გამქრალა, ის ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ტრიალებს. ილუზია შევქმენით ივნისსა და ივლისში, რომ თითქოს კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ. ჩვენ ვამბობდით და მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ მარტო აღებული საქართველო კორონავირუსულ ინფექციას ვერ დაამარცხებდა, ის მთელმა მსოფლიომ უნდა დაამარცხოს, ამიტომ ჩვენ მოგვიწვს მასთან ერთად ცხოვრება სულ მცირე ერთი წელი მაინც. ნიღაბი უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი, ისევე, როგორც დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში გაზაფხულთან მიმართებით კორონავირუსული ინფექციის მართვის პოლიტიკა შეიცვალა.

„თუ გაზაფხულზე ძლიერი შეზღუდვები, კარანტინი, ჩაკეტვები იყო, ეს უკვე ნაკლებად არის რეკომენდირებული, რადგან ქვეყნები იზოლირებულები ვერ იქნებიან თვეობით და წლობით. ადამიანები ნორმალური ცხოვრების რიტმს უნდა დაუბრუნდნენ. ამიტომ, თუ მაშინ სლოგანი იყო – „დარჩით სახლში“, ახლა არის სლოგანი – „ვისწავლოთ თანაცხოვრება და ადაპტაცია კორონავირუსთან ერთად“. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, სამედიცინო სექტორი მზად იყოს, რათა აღმოჩენილ შემთხვევებს სწრაფად ვუმკურნალოთ და მეორე მხრივ, არ ჩავკეტოთ ეკონომიკა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

TOP ამირან გამყრელიძე კორონავირუსი 2020-09-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ამირან გამყრელიძე კორონავირუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა

შემდეგი სტატია

ეკა ბესელია უმრავლესობას: რა არის ეს რაც ახლა ხდება

მსგავსი სტატიები

როგორ გავიზარდოთ თმა უფრო სწრაფად

როგორ გავიზარდოთ თმა უფრო სწრაფად

ანო 30 ნოე 2022
ნათია მეზვრიშვილი: კორონავირუსით ინფიცირებულების სტაციონარში მოთავსების დრო, შესაძლოა, შემცირდეს

ნათია მეზვრიშვილი: კორონავირუსით ინფიცირებულების სტაციონარში მოთავსების დრო, შესაძლოა, შემცირდეს

ნინო ჩხეიძე 24 სექ 2020
“რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათი მდგომარება ამ ეტაპზე მძიმეა”

“რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათი მდგომარება ამ ეტაპზე მძიმეა”

ნინო ჩხეიძე 30 მარ 2020

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge