NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»არანაირი მკაცრი ჩაკეტვა და შეზღუდვა აღარ იქნება

არანაირი მკაცრი ჩაკეტვა და შეზღუდვა აღარ იქნება

17 სექ 2020 პოლიტიკა 629 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები და ჩაკეტვა აღარ იქნება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ამჟამად მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და რაც მთავარია, მართვადია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკურის, მოხსნასთან ერთად ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ, ყოველთვის ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა სწორედ იმიტომ იყო, რომ ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაგვერჩინა და ეკონომიკისთვის ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა, რადგან ვირუსთან დაკავშირებით მაშინ ცოდნა საერთოდ არ არსებობდა და ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო. ჩვენ ეს დრო მოვიგეთ. დღეს არა მხოლოდ საქარველოში, არამედ მსოფლიოშიც ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მსგავსი ციფრების მიუხედავად, ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელოთ“,-განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეს მთავრობის ძირითადი ამოცანაა ეკონომიკის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა და მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა.

„დღეს პრიორიტეტუი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს გარკვეული წესების დაცვის გარეშე შეუძლებელია. ეს მარტივი წესებია: პირბადე, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის წესების დაცვა და ასე შემდეგ. ეს ის წესებია, რომელსაც ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება, ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს“,-განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, საქართველოში მკაცრი, სისტემური შეზღუდვები აღარ იგეგმება.

„მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ არანაირი მკაცრი ჩაკეტვა და შეზღუდვა აღარ იქნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი, სისტემური შეზღუდვები, რომლითაც პირველ ეტაპზე მობილობა დავაგდეთ, მსგავსი შეზღუდვები ქვეყანაში აღარ განმეორდება“,-განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

2020-09-17
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“როცა რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს უთავმოყვარეოდ”

შემდეგი სტატია

უბედური შემთხვევა ქუთაისში

მსგავსი სტატიები

გიორგი სიორიძე: კრწანისელებს  ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ისეთ არჩევნებში, რომელიც შესაძლებელია გახდეს არჩევნების მომავალი საქართველოში

გიორგი სიორიძე: კრწანისელებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ისეთ არჩევნებში, რომელიც შესაძლებელია გახდეს არჩევნების მომავალი საქართველოში

ირაკლი შალიკაშვილი 21 სექ 2021
ევროპარლამენტარების მხარდაჭერა საქართველოს – მარია კალიურანდმა და სვენ მიქსერმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

ევროპარლამენტარების მხარდაჭერა საქართველოს – მარია კალიურანდმა და სვენ მიქსერმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

ირაკლი შალიკაშვილი 13 აპრ 2022
ენმ-ის წევრი, რეზო ხარაზი, აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელს ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებს

ენმ-ის წევრი, რეზო ხარაზი, აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელს ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებს

08 იან 2019

უახლესი ამბები

  • მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

    მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge