როცა კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ 27 პროცენტზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ, ძალიან მარტივად. კვლევებში კარგად ვერკვევი,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან IRI- ის კვლევების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“მე არ ვიცი IRI- ის და NDI – ის კვლევები, მე ვიცი CRRC- ის და IPM- ის კვლევები, რომლებიც არა მარტო რეალობას არის აცდენილი, არამედ ერთმანეთთან არის აცდენილი. როცა ერთი კომპანია გიდებს 27 პროცენტს და მეორე 60%- ს და ამხელა სხვაობაა ერთმანეთში, იქ ბუნებრივია, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. CRRC და IPM არ არის ის ორგანიზაცია, რომლებიც ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს მიაწვდის სწორ ინფორმაციას. როცა რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 27 პროცენტზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ, ძალიან მარტივად. კვლევებში კარგად ვერკვევი და ასეთი ორგანიზაცია შეიძლება შეფასდეს უთავმოყვარეოდ. სამწუხაროდ, ასეთი ორგანიზაციები აწვდიან ინფორმაციას ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებს,”- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.
გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.
კომენტარები