დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში Facebook საქართველოშიც გადაამოწმებს ფაქტებს. ამას კომპანია ორი ადგილობრივი ორგანიზაციის დახმარებით Fact Check Georgia-სა და “მედიის განვითარების ფონდის” დახმარებით შეეცდება.
“გვიხარია, რომ Fact Check Georgia-სა და მითების დეტექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გავუშვებთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას”, – აცხადებს Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერი, სოფი აიარსი.
კომენტარები