NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ზურაბ გურული: კორონასთან დაკავშირებით აღარ ვაპირებდი არანაირი ანალიზის გაკეთებას, მაგრამ …

ზურაბ გურული: კორონასთან დაკავშირებით აღარ ვაპირებდი არანაირი ანალიზის გაკეთებას, მაგრამ …

14 სექ 2020 საზოგადოება, საინტერესო 418 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“კორონასთან დაკავშირებით აღარ ვაპირებდი არანაირი ანალიზის გაკეთებას, მაგრამ გუშინ სულმა წამძლია და მარტივი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ჩავატარე; უბრალოდ, ისტორიისათვის, მომავალში იქნებ გამოადგეს ვინმეს ამჟამინდელი გამოცდილება; ისევე როგორც მეც ბევრი რამ ვისწავლე “ესპანური გრიპის” მართვის 1918 წლის ქრონიკებისაგან. ორი, სხვადასხვა მიმართულების სტატუსის წამკითხველ დაახლოებით 5 ათასკაციან აუდიტორიაში აღმოჩნდა რომ 45%-ს ეშინია პანდემიის, სრულად აცნობიერებს ყველა მოსალოდნელ საშიშროებას, 55% კი მიიჩნევს რომ პანდემია მიზერული საფრთხეა მოსალოდნელ ეკონომიკურ კატასტროფებთან შედარებით, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში ბევრად უფრო დიდ მსხვერპლს გამოიწვევს; რაც ლოგიკურია.
ცხადია, პოლიტიკურად მოტივირებულნი არცერთ სპექტრს არ აკლია, და ესეც ბუნებრივია; ცხოვრება არ ჩერდება და პოლიტიკური ცხოვრებაც არ შეჩერებულა. პოლიტიკოსები ყოველთვის ეცდებიან რეალობა მიიმხრონ. ეს მათი პროფესიაა.
ობიექტურობისათვის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მთელი მსოფლიო დაიბნა პანდემიის საწინააღმდეგო სტრატეგიის არჩევისას. საქართველომ პირველ ეტაპზე საკმაოდ რეალურად შეაფასა საკუთარი ჯანდაცვის შესაძლებლობები და აირჩია დროის მოგების სტრატეგია. სამხედრო პარალელს თუ გავატარებთ, ესეც ლოგიკური იყო; ზუსტად იგივე დოქტრინა აქვს ჩვენს თავდაცვას. ვინაიდან ვერცერთ მეზობელს ომს ვერ მოვუგებთ, თავდაცვის შემთხვევაში უნდა გავძლოთ რამდენიმე დღე, სანამ ვიღაც გვიშველის გარედან პოლიტიკური ბერკეტებით. კარგია ეს თუ ცუდი, ამის განსჯას არ ვაპირებ. ( მე არ მომწონს 🙂 ). შესაბამისად, ქართული ჯანდაცვის ამოცანაც ანალოგიურად ჩამოყალიბდა; ჩვენი მწირი რესურსებით საჭირო იყო მაქსიმალურად გაძლება მანამ, სანამ დანარჩენი მსოფლიო დაარეგულირებდა პანდემიას და შეიმუშავებდა მის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებებს ვაქცინისა და მედიკამენტების სახით.
ცხადია, ლოდინი, დროის გაწელვა შეიძლება იყოს პასიური და აქტიური. პასიური არის მაშინ, როდესაც უბრალოდ ყველაფერს ჩაკეტავ და შედიხარ ეკონომიკურ-სოციალური ანაბიოზის სტადიაში, ზამთარში ჩაძინებული დათვივით ( მთავარია კანქვეშა ცხიმი გეყოს გასაძლებად), ; აქტიური კი მაშინ, როცა ამ გაწელილი დროის განმავლობაში ცდილობ ახალი ზღუდეების შექმნას, “ტყვია-წამლის” მომარაგებას, ალაგ დაკეტვას, ალაგ გახსნას, სიტუაციის მიხედვით და ა.შ. ამისათვის შეიძლება შიდა და გარე ფინანსური რესურსების გონივრული გამოყენება.
სამწუხაროდ, მსოფლიომ ისევ დაგვაღალატა 🙂
დღეს, ამ წუთისათვის, არც ვაქცინა არის და არც ისეთი რაიმე სანდო მედიკამენტი, რომელიც ვირუსის აფეთქების შემთხვევაში სერიოზული დასაყრდენი იქნება. ვერც ზაფხულმა გააჩერა ინფექცია და არც თავისით გაქრა. ამიტომ, სხვა გზა აღარ დარჩა, დროის გაყვანის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. უბრალოდ, წარმოიშვა ახალი დილემა. ამდენი ხნის სოციალურ-ეკონომიკურმა პასივობამ რესურსები ამოწურვის პირას მიიყვანა და ხალხი გამწარდა. ნამდვილად არ ვისურვებდი სამთავრობო ლიდერების ადგილზე ყოფნას, რადგან მათ წინაშე პრაქტიკულად გადაუჭრელი ამოცანაა. აქტიური ლოდინის ტაქტიკაზე გადასვლა გვიანაა, რადგან ფინანსური რესურსები გახარჯულია და თავდაცვითი ზღუდეები ზუსტად იგივე მდგომარეობაში იმყოფებიან, როგორშიც მანამ. ამიტომ, შეზღუდვების ლიბერალიზაციამ შესაძლოა ჯანდაცვის სფეროს პარალიზება გამოიწვიოს. არის გარკვეული ლოგიკა იმაში, რომ ახლა მიუშვან ინფექცია, სანამ სეზონური რესპირატორული ვირუსებით დაავადებულთა ტალღა დაემატება, რათა ახალგაზრდებმა მაინც მოიხადონ და დროებითი იმუნიტეტი შეიძინონ. ეს შანსს მისცემს მოხუცებს, რომ ახლობელი ახალგაზრდებისაგან კოვიდის გადადების რისკი შეიმცირონ ზამთრის სეზონში; მაგრამ ამ ლოგიკის წინააღმდეგ მუშაობს იმის იმედი, რომ იქნება და ნოემბრისთვის ვაქცინამ მოუსწროს (ამერიკა რიხიან დაპირებებს იძლევა) და ყველაზე მოწყვლადი სპექტრის სწრაფი ვაქცინაციით შესაძლებელი გახდეს მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დაყვანა და ახლა გაღებული მსხვერპლი არასაჭირო აღმოჩნდეს.
არც ერთი მიმართულების აბსოლუტურ ადვოკატირებას არ შევეცდებოდი ამ ეტაპზე, რადგან უკვე იქამდე გვაქვს შეტოპილი,რომ წინ წასვლას თუ უკან დაბრუნებას ერთიდაიგივე აზრი აქვს. ცხადია ეს სამედიცინო თვალსაზრისით. რაც შეეხება ეკონომიკურს, თმენის რა რესურსები შერჩა საზოგადოებას, ამას მე ვერ განვსჯი; ეს ალბათ არჩევნებზე გამოჩნდება და არამარტო საქართველოში.”

კომენტარები

ზურაბ გურული კორონავირუსი 2020-09-14
ნინო ჩხეიძე
Tags ზურაბ გურული კორონავირუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მწვანე ზონის“ სტატუსი ჩვენი მონაპოვარია, რომელსაც მარტივად არ დავთმობთ

შემდეგი სტატია

თამარ გაბუნია: სკოლების გახსნა მარტო ჩვენთვის არა, ბევრი ქვეყნისთვის არის გამოწვევა

მსგავსი სტატიები

Guidelines on Choosing Photoediting Software

ნაგულისხმევად საიტისათვის 21 იან 2021

Rumination Psychology – The Tale Behind a Report

29 აპრ 2020
ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა ქვეყანაში გაორმაგებულია

ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა ქვეყანაში გაორმაგებულია

23 იან 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს

    საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს

  • ხელისუფლებას რაც არ უნდა უნდოდეს, ჩვენ მტკიცედ და დიდი ნაბიჯებით მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე

    ხელისუფლებას რაც არ უნდა უნდოდეს, ჩვენ მტკიცედ და დიდი ნაბიჯებით მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე

  • მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

    მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

  • 15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

    15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge